1745863963
პრეზიდენტმა დიპლომატებთან საგანგებო შეხვედრა ჩანიშნა

საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებთან საგანგებო შეხვედრა ჩანიშნა, - ამის შესახებ ინფორმაციას პრეზიდენტის ადმინისტრაცია ავრცელებს.
მათივე ცნობით, შეხვედრა ორბელიანების სასახლეში გაიმართება.
ცნობისთვის, მანამდე, საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ „ქართული ოცნების“ სახელით, ევროკავშირს განცხადებით მიმართა.
მმართველი პარტიის გადაწყვეტილებით, 2028 წლის ბოლომდე, ევროკავშირთან მოლაპარაკებების გახსნის საკითხი დღის წესრიგში არ დადგება.