ირლანდია ქვეყანაში გადასვლის მსურველებს $90 000-მდე გადაუხდის – ნახეთ დეტალები
1732719282
ადმინისტრაციული სამართალდარღვევების ფაქტზე საქალაქო სასამართლომ აქტივისტი ილია სეთური 500 ლარით დააჯარიმა. შინაგან საქმეთა სამინისტრომ სხდომაზე ვიდეომტკიცებულება წარადგინა, სადაც აქციის მონაწილეების მიერ მტკვრის მარჯვენა სანაპიროს გადაკეტვის ფაქტი იყო ასახული.
მათი განმარტებით, ხალხის არასაკმარისი რაოდენობის მიუხედავად, სეთური არ დაემორჩილა სამართალდამცველის მოთხოვნას, შეკრებისა და მანიფესტაციის შესახებ კანონი დაარღვია და გზა უკანონოდ გადაკეტა. ადვოკატის გაცხადებით, საქმეზე საკმარისი მტკიცებულებები წარმოდგენილი არ ყოფილა.