რუსთავში „რუსთავქალაქობა 2024“ აღნიშნეს

რუსთავქალაქობა

რუსთავში „რუსთავქალაქობა 2024“ აღნიშნეს. სადღესასწაულო ღონისძიებები, ქალაქის სამ სხვადასხვა ლოკაციაზე, მთელი დღის განმავლობაში მიმდინარეობდა და გვიან ღამით, გალა კონცერტით დასრულდა.

დღესასწაულის მთავარი კონცერტი, სიურპრიზით - სპეციალურად რუსთავზე დაწერილი სიმღერების პრემიერით დაიწყო.

ქალაქის დღე განსხვავებულად მიულოცეს და მადლობა გადაუხადეს იმ რუსთაველებს, რომლებიც თავისი საქმიანობით, რუსთავის თანამედროვეობას ქმნიან. საღამო, ჯგუფი „რეგიონის“ საათნახევრიანი კონცერტით დასრულდა.