აშშ-ის ალაბამას შტატში მასობრივი სროლის შედეგად 4 ადამიანი დაიღუპა - არიან დაშავებულები

აშშ

აშშ-ის ალაბამას შტატში, ქალაქ ბირმინგემში მასობრივი სროლის შედეგად სულ მცირე ოთხი ადამიანი დაიღუპა და ათობით დაშავდა. ამის შესახებ ინფორმაციას გამოცემა BBC ავრცელებს.

პოლიციამ შემთხვევის ადგილზე ორი კაცის და ერთი ქალის ცხედარი იპოვა, ხოლო მეოთხე მსხვერპლი საავადმყოფოში მიყენებული ჭრილობის შედეგად გარდაიცვალა.

ბირმინგემის პოლიციის ოფიცერმა ტრუმენ ფიცჯერალდმა განაცხადა, რომ "ხალხის ჯგუფს რამდენიმე მსროლელმა რამდენჯერმე ესროლა". მისივე თქმით, ამ დროისთვის მიმდინარეობს გამოძიება. პოლიციას ეჭვმიტანილი არ დაუკავებია.