საფრანგეთში ემანუელ მაკრონის მიერ პრემიერ-მინისტრად მიშელ ბარნიეს დანიშვნა გააპროტესტეს

საფრანგეთი

საფრანგეთში ემანუელ მაკრონის მიერ პრემიერ-მინისტრად მიშელ ბარნიეს დანიშვნა გააპროტესტეს. ადგილობრივი მედიის ცნობით, ქვეყნის მასშტაბით დაახლოებით ორმოცდაათი დემონსტრაცია გაიმართა.

საპროტესტო აქციები პროფკავშირების, სტუდენტური და ეკოლოგიური ორგანიზაციების, ასევე მემარცხენე პოლიტიკური ძალების მიერაა ორგანიზებული.

აქციის მონაწილეების უკმაყოფილებას მაკრონის მიერ პრემიერ-მინისტრად გაერთიანებული მემარცხენე კოალიციის წარმომადგენლის დანიშვნაზე უარი იწვევს, რომელმაც საფრანგეთში ივლისის დასაწყისში ჩატარებული ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების შედეგად ეროვნულ ასამბლეაში ყველაზე მეტი მანდატი მიიღო.