როდის აღდგება დასავლეთ საქართველოში ელექტროენერგიის მიწოდება

შუქი

დასავლეთ საქართველოში ელექტროენერგიის მიწოდების აღდგენა ეტაპობრივად უკვე დაიწყო.

ამის შესახებ „პრაიმტაიმს“ ენერგო-პრო ჯორჯიაში“ განუცხადეს.

„დასავლეთ საქართველოში ელექტროენერგიის მიწოდების აღდგენა ეტაპობრივად დაიწყო. ქუთაისის და წყალტუბოს აბონენტების უმეტესობას უკვე აღუდგა ენერგომომარაგება. ასევე ელექტროენერგია მიეწოდა სამტრედიის აბონენტების ნაწილს.

,,ენერგო-პრო ჯორჯიას“ ტექნიკური სამსახური ამ წუთებშიც საგანგებო რეჟიმში მუშაობს. სტიქიის გამო გამოწვეული დაზიანების ადგილებში არიან სხვა რეგიონებიდან წამოსული დამატებითი ტექნიკური ბრიგადები.

ელექტროენერგია უკვე მიეწოდა ასევე ზუგდიდის, ხობის და სენაკის და ლანჩხუთის მოსახლეობის ნაწილს.
სარეაბილიტაციო სამუშაობი კვლავ საგანგებო რეჟიმში მიმდინარეობს და გარძელდება იქამდე, სანამ ყველა აბონენტს არ აღუდგება ელექტროენერგიის მიწოდება“, - აცხადებენ უწყებაში.

სამეგრელოს მუნიციპალიტეტში ისევ ძლიერი ქარია. სტიქიამ დაზიანდა 966 კერძო საცხოვრებელი სახლისა და 38 საცხოვრებელი კორპუსის სახურავი. ასევე, 2 ამბულატორიის შენობის, 5 საბავშვო ბაღის, 5 საჯარო სკოლის 3 საჯარო სკოლის დარბაზის, 10 ადმინისტრაციული შენობის.