კესარია აბრამიძის ოჯახი პირველ განცხადებას ავრცელებს
1727984940
ვანში 4 დღიანი ძლიერი ქარის შედეგად, მოსახლეობისთვის მიყენებული ზარალის დათვლა მიმდინარეობს.
ვანის მუნიციპალიტეტის მერი ალექსანდრე გოგორიშვილი, ადგილობრივი ხელისუფლების წევრებთან ერთად, დილიდან ქარის შედეგად დაზარალებულ ადგილობრივ მაცხოვრებლებს ხვდება და პირადად ეცნობა მათ პრობლემებს.
ძლიერი ქარის შედეგად სხვადასხვა სახის პრობლემები შეიქმნა ვანის მუნიციპალიტეტში. წაიქცა ხეები, დაშავდა ორი ადამიანი, მათ შორის ერთ-ერთს გადაუდებელი ოპერაცია დასჭირდა. დაზიანდა ელექტროენერგიის და ინტერნეტის გადამცემი ბოძები, საცხოვრებელი სახლებისა და ადმინისტრაციული შენობების სახურავები.
მუნიციპალიტეტის მასშტაბით, არსებული შეფერხებების აღმოფხვრის მიზნით, საგანგებო რეჟიმში მუშაობენ შესაბამისი სამსახურები.
ვანის მერიაში შექმინილია სტიქიის შედეგების შემსწავლელი კომისია, რომელიც აწარმოებს ზარალის დათვლას და აღრიცხვას, რათა დროულად მოხდეს მოსახლეობისთვის შესაბამისი დახმარების გაეწევა .
ძლიერი ქარის გამო გამოწვეული საფრთხის ან დაზიანების შემთხვევაში, მიმართეთ გადაუდებელი დახმარების ცენტრ 112-ს, ან დარეკეთ მერიაში მოქმედ ცხელ ხაზზე:(0432) 22 10 34 , 591 30 02 80 .