ახალი დეტალები გურამ დადიანიძის საქმეში - „შევხვდით ერთ-ერთ მოწმეს, რომელიც იმ ღამით იყო იქ...“
1788942699
ირანის დელეგაციას მომავალ კვირას ნიუ იორკში გაეროს გენერალურ ასამბლეაზე დასწრების უფლება მიეცემა, – ამის შესახებ აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტში განაცხადეს.
მათივე ცნობით, წელს ირანის დელეგაციის წევრთა რაოდენობა ნაკლები იქნება და აშშ-ის ტერიტორიაზე ფუფუნების საგნებისა და სხვა ნივთების შეძენა აკრძალული ექნებათ.
„ჩვენი მასპინძელი ქვეყნის ვალდებულებების შესაბამისად, ირანის რეჟიმის ძირითადი დელეგაცია შეძლებს, დაესწროს გაერო-ს გენერალური ასამბლეის მაღალი დონის შეხვედრებს. დელეგაციას მოგზაურობის შეზღუდვები დაეკისრება და ჩვენი პოლიტიკის შესაბამისად, ფუფუნების საგნებისა და სხვა ნივთების შეძენა აკრძალული ექნება. დელეგაცია, გასულ წელთან შედარებით, უფრო მცირერიცხოვანია“, – განაცხადა სახელმწიფო დეპარტამენტის სპიკერმა.
როგორც ცნობილია, ირანის დელეგაციაში იქნებიან ქვეყნის პრეზიდენტი და საგარეო საქმეთა მინისტრიც.
ამასთან, ცნობილი გახდა, რომ სახელმწიფო დეპარტამენტის გადაწყვეტილებით, პალესტინის პრეზიდენტ მაჰმუდ აბასსა და მის დელეგაციას გენერალურ ასამბლეაზე დასწრებაზე ვიზების გაცემაზე უარი უთხრეს.