1728499899
ზუგდიდში უსაფრთხოების მიზნით, მთავარი საახალწლო ნაძვის ხე დაშალეს - სტიქია სამეგრელოში
ძლიერი ქარის გამო, ზუგდიდში, მთავარი საახალწლო ნაძვის ხე დაშალეს. ნაძვის ხის დემონტაჟის გადაწყვეტილება ზუგდიდის მერიამ უსაფრთხოების ზომებიდან გამომდინარე მიიღო.
ძლიერ ქარს სამეგრელოში მესამე დღეა ებრძვიან. სტიქიის გამო წაქცეულია ხეები, დაზიანებულია ელექტროგანათების ბოძები, წყლისა და გაზის მილები. ქარმა დააზიანა 966 შენობა, მათ შორის სკოლების, ბაღების, საცხოვრებელ კორპუსებსა და კერძო სახლების სახურავები.
ქარის გამო, მოსახლეობის ნაწილს ამ დრომდე არ მიეწოდება ელექტროენერგია. ადგილზე მუშაობენ „ენერგო-პრო ჯორჯიას“ თანამშრომლები და მიმდინარეობს აღდგენითი სამუშაოები.
ამოქმედებულია ცხელი ხაზი, მუნიციპალიტეტებში მობილიზებულია შესაბამისი ჯგუფები, რათა საჭიროების შემთხვევაში მოქალაქეებს დახმარება გაუწიონ. პარალელურად მიმდინარეობს ზარალის აღწერა.
ამ დროისთვის, სტიქიას ებრძვიან დასავლეთ საქართველოს სამ რეგიონში.