პრემიერი: საკმაოდ ბევრი რამ გაკეთდა იმისათვის, რომ მოწყვეტილი სოფლები დაკავშირებოდნენ გარესამყაროს, ინტენსიურად გაგრძელდება გზის გაწმენდითი სამუშაოები, ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტი არის სოფლებში ელექტროენერგიის მიწოდების აღდგენა

ირაკლი კობახიძე

ინტენსიურად წარიმართება გზის გაწმენდითი სამუშაოები, დღის განმავლობაში, საკმაოდ ბევრი რამ გაკეთდა იმისათვის, რომ მოწყვეტილი სოფლები დაკავშირებოდნენ გარესამყაროს, ახლა, ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტი არის ელექტროენერგიის მიწოდების აღდგენა, - განუცხადა პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ საკოორდინაციო შტაბის სხდომის დასრულების შემდეგ ჟურნალისტებს ოზურგეთში.

მისივე თქმით, საკმაოდ ბევრია ისეთი სოფელი, რომლებსაც არ მიეწოდებათ ელექტროენერგია შესაბამისი დაზიანების გამო და ეს არის ერთ-ერთი პრიორიტეტი, რაზეც დღეს სხდომის ფარგლებში იმსჯელეს. მთავრობის მეთაურის განცხადებით, შეუფერხებლად მუშაობენ სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადები და არ ყოფილა არც ერთი შემთხვევა, რომ კრიტიკული გამოძახების დროს ბრიგადა ვერ მისულიყო ადგილზე.

„ეს დღეები ინტენსიურად წარიმართება გზის გაწმენდითი სამუშაოები. დღის განმავლობაში, საკმაოდ ბევრი რამ გაკეთდა იმისათვის, რომ მოწყვეტილი სოფლები დაკავშირებოდნენ გარესამყაროს და სამაშველო სამსახურებმა იმუშავეს განსაკუთრებულად ინტენსიურად ამისთვის. ახლა, ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტი არის ელექტროენერგიის მიწოდების აღდგენა, საკმაოდ ბევრია ისეთი სოფელი, რომლებსაც არ მიეწოდებათ ელექტროენერგია შესაბამისი დაზიანების გამო და ეს არის ერთ-ერთი პრიორიტეტი, რაზეც დღეს გვქონდა მსჯელობა. აქტიურად წარიმართება მუშაობა შემდეგი დღეების განმავლობაში იმისათვის, რომ სრულად აღდგეს ელექტროენერგიის მიწოდება. იმედი გვაქვს ამინდის, ხვალიდან აღარ არის პროგნოზირებული თოვა და იმედი გვაქვს, რომ ეს ყველაფერი გააიოლებს სამაშველო და გზის გაწმენდის სამუშაოებს. ასევე, ელექტროენერგიის აღდგენის სამუშაოებს. დანარჩენს დაველოდოთ, ჩვენ ყველა სცენარისთვის ვართ მომზადებულები. პრიორიტეტებს კიდევ ერთხელ გავიმეორებ, რომ არის გზების გაწმენდა, კომუნიკაციის აღდგენა, ელექტროენერგიის მიწოდების აღდგენა, სურსათით უზრუნველყოფა. კარგია ის, რომ სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადები შეუფერხებლად მუშაობენ. არ ყოფილა არც ერთი შემთხვევა, რომ კრიტიკული გამოძახების დროს ვერ მისულიყო ბრიგადა ადგილზე, შესაბამისად, აქაც მაქსიმალურად ვიქნებით მობილიზებულნი“, - განაცხადა პრემიერმა.