უკრაინის მინისტრთა კაბინეტმა აშშ-სა და უკრაინას შორის იშვიათ მინერალებზე შეთანხმების ხელმოწერას მხარი დაუჭირა - დენის შმიგალი

დენის შმიგალი

უკრაინის მინისტრთა კაბინეტმა მხარი დაუჭირა აშშ-სა და უკრაინას შორის იშვიათ მინერალებზე შეთანხმების ხელმოწერას.

ამის შესახებ ქვეყნის პრემიერ-მინისტრმა, დენის შმიგალმა განაცხადა.

მისი თქმით, მინისტრთა კაბინეტი იღებს გადაწყვეტილებებს, რომლებიც აუცილებელია აშშ-სთან წიაღისეულის შესახებ შეთანხმების ხელმოსაწერად.

„შეთანხმებაში გათვალისწინებულია ჩვენი ვალდებულებები ევროინტეგრაციის პროცესის ფარგლებში. ანუ, არანაირი წინააღმდეგობა და შეუსაბამობა ჩვენს ევროინტეგრაციულ ვალდებულებებთან არ წარმოიშობა“,- აღნიშნა უკრაინის პრემიერმა.