ხვალიდან თოვა შეწყდება - ნახეთ, სინოპტიკოსების პროგნოზი
1740560478
დღეს დედამიწა მილიონობით ცოცხალი ორგანიზმისთვის სიცოცხლისთვის კომფორტულ გარემოდ რჩება, თუმცა იაპონელი მეცნიერის კაზუმი ოზაკის (ტოჰოს უნივერსიტეტი) და მისი ამერიკელი კოლეგის კრის რაინჰარდის (ჯორჯიის ტექნოლოგიური უნივერსიტეტი) აზრით, მილიარდი წლის შემდეგ, პლანეტაზე სიტუაცია მკვეთრად შეიცვლება.
მათ ნაშრომში, რომელიც Nature Geoscience-შია გამოქვეყნებული აღნიშნულია, რომ ჟანგბადის დონე მკვეთრად დაიწევს, ატმოსფერო კი გაივსება მეთანით. ამგვარად, პირობები დედამიწაზე იქნება ისეთივე, როგორც 2,4 მილიარდი წლის წინ იყო, როდესაც ე. წ. ჟანგბადის დიდი კატასტროფა (GOE) მოხდა.
მეცნიერებმა შეიმუშავეს მოდელი, რომელიც განსაზღვრავს მზის სიმკვეთრის ცვლილებას და ნახშირორჟანგის დონის დაწევას. მათი გამოთვლებით, მზის რადიაციის მომატება ნახშირორჟანგის გადაგვარებას, დაშლას გამოიწვევს, რაც თავის მხრივ ფოტოსინთეზირებად ორგანიზმებს მასობრივად შეამცირებს - ისინი კი ჟანგბადის მთავარ წყაროდ ითვლებიან.
„ჟანგბადის დონის ვარდნა კოლოსალური იქნება - დაახლოებით მილიონჯერ ნაკლები, ვიდრე ახლანდელი მაჩვენებლებია“, - განაცხადა რაინჰარდმა.
ეს პროცესი ცოცხალ ორგანიზმებს გაანადგურებს. გადარჩენას მხოლოდ ანაერობული ორგანიზმები შეძლებენ, რომლებსაც არსებობისთვის ჟანგბადი არ სჭირდებათ.
კაზუმი ოზაკი თვლის, რომ მომავალში დედამიწაზე იქნება მეთანის მაღალი დონე, ნახშირჟანგის მინიმალური დონით. მისი აზრით, დედამიწას ასევე არ ექნება ოზონის ხვრელი.
კვლევა ასევე მთლიანად ცვლის იმ მიდგომებს, რომლებიც თანამედროვე მეცნიერებს დედამიწის მიღმა არსებულ სიცოცხლესთან დაკავშირებით აქვთ. თუ ჟანგბადი პლანეტების ევოლუციის პროცესში დროებითი ელემენტია და არა მუდმივი ნიშანი, მაშინ მეცნიერებს მოუწევთ ეძებონ ალტერნატიული ბიომარკერები, რათა აღმოაჩინონ პოტენციური, სიცოცხლისთვის გამოსადეგი ადგილები მზის სისტემის მიღმა. ამისთვ
განათლების სამინისტრო განცხადებას ავრცელებს
1740584957