ზელენსკი აცხადებს, რომ მიმდინარეობს მზადება შეერთებულ შტატებთან მოლაპარაკებებისთვის, რომელიც 28 თებერვალს ვაშინგტონში გაიმართება

ზელენსკი

უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, მიმდინარეობს მზადება აშშ-თან მოლაპარაკებებისთვის, რომელიც 28 თებერვალს ვაშინგტონში გაიმართება. ამის შესახებ ზელენსკიმ ყოველდღიურ ვიდეომიმართვაში განაცხადა.

ზელენსკის თქმით, უკრაინის წარმომადგენლები აქტიურად მუშაობენ ამერიკელებთან და ემზადებიან მოლაპარაკებებისთვის, რომელიც ამ პარასკევს გაიმართება.

„შეთანხმება შეერთებულ შტატებთან; ჩვენი სახელმწიფოსა და ხალხის მხარდაჭერა; მშვიდობისა და უსაფრთხოების გარანტიები – ეს არის გასაღები იმისთვის, რომ რუსეთმა აღარ დაანგრიოს სხვა ხალხის ცხოვრება. შევხვდები პრეზიდენტ ტრამპს“, – თქვა ზელენსკიმ.

უკრაინის ლიდერმა ხაზი გაუსვა აშშ-ის შემდგომი დახმარების მნიშვნელობას, რადგან ძალა საჭიროა მშვიდობისკენ მიმავალ გზაზე.