პლანეტა ვენერა რეტროგრადულ მოძრაობას იწყებს: ასტროლოგები ასახელებენ 3 მნიშვნელოვან რეკომენდაციას, რომლებიც 2025 წლის 2 მარტამდე უნდა გავითვალისწინოთ

ჰოროსკოპი

 სიყვარულის პლანეტა გაზაფხულის დასაწყისში რეტროგრადულ მოძრაობას იწყებს. ეს მოვლენა კი, როგორც ასტროლოგები ამბობენ, თითოეულ ადამიანს მნიშვნელოვან ცვლილებებს ჰპირდება. იმისათვის, რომ რისკები და რთული დღეები თავიდან ავირიდოთ, ჯობს, რამდენიმე რეკომენდაცია გავითვალისწინოთ:

უფრო ზუსტად, სიყვარულის, სილამაზისა და ჰარმონიის პლანეტა, ვენერა, რეტროგრადულ მოძრაობას 2025 წლის 2 მარტიდან დაიწყებს და 13 აპრილს დაასრულებს. ეს მოვლენა, გვაიძულებს, ჩვენს პიროვნულ ღირებულებებს, ფინანსურ ჩვევებსა და სხვებთან ურთიერთობას გადავხედოთ. შესაძლოა, პირად ურთიერთობებსა და ფინანსური სექტორის კუთხით სირთულეები შეგვხვდეს, გეგმების შესრულება ვერ შევძლოთ და დავზარალდეთ.

ასტროლოგები გვირჩევენ, რა უნდა გავაკეთოთ მარტის დასაწყისამდე, რომ რეტროგრადული ვენერას უარყოფითი გავლენა თავიდან ავირიდოთ:

წინასწარ დაგეგმეთ სილამაზესთან დაკავშირებული პროცედურები
 
როგორც აღვნიშნეთ, ვენერა სიყვარულისა და სილამაზის პლანეტაა. შესაბამისად, როდესაც ის რეტროგრადულ მოძრაობაშია, აღნიშნული სფეროები ფერხდება. ამიტომაც, თუ ვარცხნილობის შეცვლაზე, ტატუს გაკეთებაზე, გარეგნობის რაიმე ფორმით ცვლილებაზე ფიქრობთ, ჯობს, ეს ყველაფერი რეტროგრადული ვენერას დაწყებამდე მოახერხოთ. თუ სილამაზესთან დაკავშირებულ პროცედურებს რეტროგრადული ვენერას პერიოდში ჩაიტარებთ, შესაძლოა, შედეგით უკმაყოფილო აღმოჩნდეთ და ის ვერ მიიღოთ, რასაც ელოდებით. ამიტომაც, ასტროლოგები გირჩევენ, რომ თუ შესაძლებელია, მსგავსი საკითხები თებერვლის ბოლომდე მოაგვაროთ.

წინასწარ მიიღეთ მნიშვნელოვანი ფინანსური გადაწყვეტილებები


თუ დიდი შესყიდვის, ინვესტირების განხორციელებას გეგმავთ ან მსხვილი ფინანსური ოპერაცია უნდა შეასრულოთ, ასტროლოგები გირჩევენ, რომ ეს საქმე 2 მარტამდე მოაგვაროთ. რეტროგრადული ვენერას პერიოდში ფინანსური ოპერაციები ფერხდება და სირთულეებია მოსალოდნელი. ამიტომაც, ჯობს, ეს საკითხიც გაითვალისწინოთ...ვრცლად