1740388520
ხარაგაულში გზების გაწმენდითი სამუშაოები მიმდინარეობს

ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, ხარაგაულში გზების გაწმენდითი სამუშაოები უწყვეტ რეჟიმში მიმდინარეობს.
ყველაზე რთულ მონაკვეთებზე მობილიზებულია ტექნიკა და გაწმენდითი სამუშაოები ინტენსიურად ხორციელდება.
დაბაში თოვლი მცირეა, თუმცა ცალკეულ სოფლებში ნალექი 30-100 სმ-ს აღწევს. ამ ეტაპზე, გადაადგილება მაღალი გამავლობის მანქანით ყველა სოფელში შესაძლებელია.
ამ დროისთვის ინტენსიურად მუშაობს 7 ერთეული ტექნიკა, გაწმენდილია შიდა სახელმწიფოებრივი გზები, არცერთი სოფელი ჩაკეტილი არ არის.
მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელობა კოორდინაციაშია სოფლების წარმომადგენლებთან – საჭიროების შემთხვევაში, რთული მონაკვეთების გასაწმენდად, ტექნიკა ოპერატიულად გადანაწილდება.