1740399858
„ექიმმა მითხრა, აღარ არის შენი შვილი, გარდაიცვალა...“ - სასწაული, რომელიც მამა გაბრიელს უკავშირდება

მამა გაბრიელის სახელს უამრავი სასწაული უკავშირდება, ის ჩვენს გაოცებას დღემდე არ წყვეტს.
2014 წელს, მაშინ როცა სამთავროს დედათა მონასტერში დასაფლავებული მამა გაბრიელის საფლავი გაიხსნა, მისი წმინდა ნაწილები უხრწნელი იყო.
ჭილობი და მანტია, რაშიც მამა გაბრიელი იყო გახვეული, უხრწნელი იყო, ასევე დაუზიანებელი იყო მისი ფეხსაცმელიც.
ფერიცვალების დედათა მონასტრის მონაზონმა ალისიამ, რომელიც საფლავის გახსნას ესწრებოდა, მამა გაბრიელის უხრწნელი სხეული მუხლამდე დაინახა, რომლის ფერიც ყავისფერი იყო, ხოლო ხორცი კი ისევ ჩვეულებრივი ჰქონდა.
მორწმუნეები სვეტიცხოვლის საკათედრო ტაძარში, სადაც მამა გაბრიელის წმინდა ნაწილებია დასვენებული, დღემდე სასწაულის მოხდენის იმედით მიდიან.
გადაცემა „ღამის პრაიმტაიმში“ მოქალაქემ საკუთარი ისტორია გაიხსენა, რომელიც მამა გაბრიელს უკავშირდება.
მისი თქმით, სალოსმა მას შვილი გაუცოცხლა.
„ექიმმა მითხრა- აღარ არის შენი შვილი, გარდაიცვალა... ეს იყო საშინელება, მაგრამ მე არ მჯეროდა. იქ იყო მარტყოფის მონასტრიდან ჩამობრძანებული მოძღვარი. პირველად ცხოვრებაში, შემეშინდა მოძღვრის დანახვის. მე ვიცოდი რისთვისაც ემზადებოდა ეს მამაო...
მამა გაბრიელს ძალიან შევთხოვე - „გამიცოცხლე შვილი“
ჩემი მეუღლე მომიტრიალდა და მითხრა - ხუთ დღეში მარიამი გეყოლება გვერდით. შევიდა ბავშვთან მამაო, შევიდა ჩემი მეუღლე. არ ვიცი იქ რა ჩაატარეს, ბავშვი გაცოცხლდა. მანამდე არც გული, არცერთი ორგანო არ მუშაობდა.
გაოცებულმა მამაომ თქვა: მე პირველად ვნახე მსგავსი სასწაული.