საქალაქო სასამართლოში გიორგი მინდაძის პროცესი გაიმართა - სტუდენტს პოლიციელზე თავდასხმას ედავებიან

საქალაქო სასამართლო

თბილისის საქალაქო სასამართლოში, სამედიცინო ფაკულტეტის სტუდენტის, პოლიციელზე თავდასხმაში ბრალდებული გიორგი მინდაძის სხდომა გაიმართა. 

დღეს, ბრალდების მხარის მტკიცებულებები გამოიკვლიეს, დაიკითხა ორი მოწმე.

გიორგი მინდაძეს 29 ნოემბერს, პოლიციელისთვის პიროტექნიკის სროლას ედავებიან, რის შედეგადაც სამართალდამცველმა ფეხზე დაზიანება მიიღო.