გზების დეპარტამენტი მძღოლებს აფრთხილებს

გვირაბი

ჩაქვი-მახინჯაურის საავტომობილო გვირაბებში მოძრაობის დროებითი გადართვა დაწესდება, - ამის შესახებ ინფორმაციას გზების დეპარტამენტი ავრცელებს და მძღოლებს აფრთხილებს.

,,საერთაშორისო მნიშვნელობის სენაკი-ფოთი (ასაქცევი)-სარფის საავტომობილო გზის 92-ე კმ-ზე არსებულ ჩაქვი-მახინჯაურის საავტომობილო გვირაბებში, პროფილაქტიკური სამუშაოების ჩატარების მიზნით, 2022 წლის 17 ოქტომბრის 00:00 საათიდან 19 ოქტომბრის 00:00 საათამდე, გვირაბის ქობულეთი-ბათუმის, ხოლო 20 ოქტომბრის 00:00 საათიდან 22 ოქტომბრის 00:00 საათამდე, გვირაბის ბათუმი-ქობულეთის მიმართულებაზე იკრძალება ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა.

გვირაბის ქობულეთი-ბათუმის მიმართულების ჩაკეტვის პერიოდში ავტოტრანსპორტის ნაკადი გადაერთვება გვირაბის ბათუმი-ქობულეთის მიმართულებაზე. ხოლო ბათუმი-ქობულეთის მიმართულების ჩაკეტვის პერიოდში ავტოტრანსპორტის ნაკადი გადაერთვება ქობულეთი-ბათუმის მიმართულებაზე", - აღნიშნულია ინფორმაციაში.