წვიმა, თოვლი, -7 გრადუსამდე ყინვა - 14 დეკემბრის მოსალოდნელი ამინდი საქართველოს რეგიონებში
1765655329
საავტომობილო გზების დეპარტამენტი მძღოლებს აფრთხილებს.
უწყების ცნობით, დევდორაკის გვირაბში 11 ოქტომბერს მოძრაობა 7 საათით აიკრძალება.
საერთაშორისო მნიშვნელობის მცხეთა–სტეფანწმინდა–ლარსის საავტომობილო გზის კმ123-კმ135 მონაკვეთზე მდებარე დევდორაკის საავტომობილო გვირაბში, ხანძარსაწინააღმდეგო, უსაფრთხოებისა და მონიტორინგის სისტემების მიმდინარე ინსპექტირების სამუშაოების ჩატარების მიზნით, 2022 წლის 11 ოქტომბერს 10:00 საათიდან 17:00 საათამდე იკრძალება ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა.
საავტომობილო გვირაბის ჩაკეტვის პერიოდში, ავტოტრანსპორტის მოძრაობა გადაერთვება შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის დევდორაკის გვირაბის შემოსავლელ საავტომობილო გზაზე.