მილიონერი მგზავრებით სავსე მატარებელი გვირაბში გაქრა - ახალი დეტალები იდუმალებით მოცულ რეისზე
1731299253
შინაგან საქმეთა სამინისტრომ ცესკოში მომხდარ ინციდენტზე გამოძიება დაიწყო.
აღნიშნულთან დაკავშირებით სამინისტრო განცხადებას ავრცელებს.
„შინაგან საქმეთა სამინისტრომ ცენტრალური საარჩევნო კომისიის მომართვის საფუძველზე გამოძიება, სისხლის სამართლის კოდექსის 118-ე მუხლით დაიწყო, რაც ჯანმრთელობის განზრახ ნაკლებად მძიმე დაზიანებას გულისხმობს.
ცენტრალურ საარჩევნო კომისიის შენობაში მიმდინარე არჩევნების შემაჯამებელი სხდომის დროს, „ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობის წარმომადგენელმა“, დავით კირთაძემ ამ დროისთვის დაუდგენელი თხევადი სითხე შეასხა ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარეს, გიორგი კალანდარიშვილს.
ფაქტთან დაკავშირებით მიმდინარეობს გამოძიება და გამოძიების მსვლელობისას ჩატარდება ყველა შესაბამისი საგამოძიებო მოქმედება“, - ნათქვამია განცხადებაში.
ცესკოში სხდომა დაპირისპირებით დაიწყო. დავით კირთაძემ გიორგი კალანდარიშვილს შავი ფერის სითხე შეასხა.