ქვის ცვენის გამო, მოძრაობა აკრძალულია - გზების დეპარტამენტი მძღოლებს აფრთხილებს

გზა

საავტომობილო გზების დეპარტამენტი მძღოლებს გზებზე დაწესებული შეზღუდვების შესახებ აფრთხილებს.

,,კოკისპირული წვიმის და გაძლიერებული ქვისცვენის გამო, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ზუგდიდი-ჯვარი-მესტია-ლასდილის საავტომობილო გზის კმ94-კმ97 (დიზი-ლახამურას) მონაკვეთზე, 2022 წლის 22 სექტემბრის 09:00 საათამდე აკრძალულია ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა", - აცხადებენ გზების დეპარტამენტში.