საპროტესტო აქცია თბილისში - ვარაზისხევი პარალიზებულია

აქცია

საპროტესტო აქცია თბილისში - ვარაზისხევი პარალიზებულია. ოპოზიციამ, მხარდამჭერებთან ერთად, დედაქალაქის ერთ-ერთი მთავარი ქუჩა გადაკეტა. გაშალეს კარვებიც. გეგმის მიხედვით, აქციის მონაწილეები იქ 24 საათის განმავლობაში დარჩებიან.

თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პირველი კორპუსის მიმდებარე ტერიტორია 24-საათიანი პროტესტის პირველი ლოკაციაა.

აქციის ორგანიზატორები სხვა მთავარი გამზირების გადაკეტვასაც აანონსებენ.