1740492600
„ენერგო-პრო ჯორჯიას“ ოზურგეთის მომსახურების ცენტრის მენეჯერი: რეგიონებიდან ჩამოსულები არიან დამხმარე ბრიგადები, რომ ყველა აბონენტამდე მივიყვანოთ ელექტროენერგია

„ენერგო პრო ჯორჯიაში“ აცხადებენ, რომ ადგილობრივი და დამატებითი ტექნიკური ბრიგადები გურიაში და აჭარაში საგანგებო ვითარებაში განაგრძობენ მუშაობას.
„რეგიონებიდან ჩამოსულები არიან დამხმარე ბრიგადები, „ენერგო-პრო“ მაქსიმუმს აკეთებს, რომ ყველა აბონენტამდე მივიყვანოთ ელექტროენერგია დაზიანების ადგილებამდე ჭირს მისვლა, რადგან ზოგიერთ ადგილებში თოვლის საფარი მეტრ-ნახევარს“, - აღნიშნა გია ნაკაიძემ“, - განაცხადა ენერგო-პრო ჯორჯიას ოზურგეთის მომსახურების ცენტრის მენეჯერმა გია ნაკაიძემ.
ამ დროისთვის ელექტროენერგია დასავლეთ საქართველოს აბონენტების დაახლოებით 8%-ს შეზღუდვით მიეწოდება. ამ მხრივაც განსაკუთრებით რთული ვითარებაა გურიაში, სადაც დაახლოებით 16 000 აბონენტი ელექტროენერგიის გარეშეა დარჩენილი.