მექსიკაში დააკავეს ქალი, რომელიც უფროს მამაკაცებს ტვინის მუშაობის შემაფერხებელ წამლებს ასმევდა და ფულს ჰპარავდა

ქალი

მექსიკაში დააკავეს ქალი, რომელიც გაცნობის აპლიკაციის საშუალებით უფროს მამაკაცებს ხვდებოდა, ტვინის მუშაობის შემაფერხებელ წამლებს ასმევდა და ფულს ჰპარავდა. 

43 წლის ავრორა ფელპსი, ასევე ცნობილი როგორც ავრორა ფლორესი, ავრორა ველასკო და ავრორა ალვარესი, ჯამში 21 დანაშაულშია ბრალდებული, მათ შორისაა თაღლითობა, გატაცება, რომელსაც სიკვდილი მოჰყვა, იდენტობის ქურდობა და ა.შ.

ამ და სხვა მეთოდებით, ფელპსი მისი მსხვერპლების მილიონობით დოლარის ღირებულების ქონებას დაეუფლა. ბრალდების თანახმად, 3 ადამიანი, ფელპსის მიერ მიცემულ პრეპარატებს ემსხვერპლა.