მეცნიერები დედამიწაზე ჟანგბადის დონის მკვეთრი დაცემის სავარაუდო თარიღს ასახელებენ
1740592521
შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის უფროსის თემურ მღებრიშვილის განცხადებით, არსებული მდგომარეობით გაწეული სამუშაოების შედეგად, იმ სოფლების, 70% -ში სადაც დიდთოვლობით გამოწვეული ვითარების გამო მისვლა ვერ ხერხდებოდა, აღნიშნული შესაძლებელი გახდა, დანარჩენ ნაწილთან დაკავშირებით აქტიურად მიმდინარეობს სამუშაოები.
თემურ მღებრიშვილმა „რუსთავი 2 -ის“ ეთერში საუბრისას გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციაზე დაყრდნობით აღნიშნა, რომ ხვალიდან თოვა უნდა შეწყდეს, რაც გააუმჯობესებს შესაბამის სამუშაოებს.
„დაახლოებით 70% იმ სოფლებისა, რომლებიც პრაქტიკულად მიუვალი იყო ჩვენ ათვისებული გვაქვს და 30% დაკავშირებით, ვფიქრობ, რომ დღეს ღამით გაწეული სამუშაოების შედეგად დილისთვის აბსოლუტურად სხვა სურათი იქნება, როგორც მოგეხსენებათ დღეს ძლიერი ნალექი იყო თოვლის სახით, გარემოს ეროვნული სააგენტოს მიერ მოწოდებული ინფორმაციით, ხვალიდან თოვლი უნდა შეწყდეს და ეს რა თქმა უნდა გააუმჯობესებს, პროდუქტიულს გახდის ჩვენს სამუშაოებს“, - განაცხადა თემურ მღებრიშვილმა.