ბათუმში, 26 მაისის ქუჩაზე ჩამონგრეული სახლის ადგილზე ახალი საცხოვრებელი კორპუსი აშენდება

ბათუმი

ბათუმში, 26 მაისის ქუჩაზე ჩამონგრეული სახლის ადგილზე ახალი საცხოვრებელი კორპუსი აშენდება. ამის შესახებ ინფორმაციას ბათუმის მერია ავრცელებს.

მათივე ცნობით, 26 მაისი ქუჩა N13-ში, ჩამონგრეული საცხოვრებელი კორპუსის ადგილზე ახალი სახლის მშენებლობაზე ტენდერი გამოცხადდა.

მერიაში აცხადებენ, რომ ახალ აშენებულ კომპლექსში ბინა 63 ოჯახს გადაეცემა. საერთო სამშენებლო ფართი 6700 კვ.მ მოიცავს.