1740477955
ადიგენის მუნიციპალიტეტში დიდთოვლობის სალიკვიდაციო სამუშაოებში 7 ერთეული მძიმე ტექნიკა მუშაობს - გაწმენდით სამუშაოებში ჩართულია ცოცხალი ძალაც

დიდთოვლობა ადიგენში - მუნიციპალიტეტში რამდენიმე დღეა უკვე უწყვეტ რეჟიმში მიმდინარეობს სოფლებთან მისასვლელი და ცენტრალური გზების თოვლისგან გაწმენდის სამუშაოები.
ამ დროისათვის მუნიციპალიტეტში 7 ერთეული მძიმე ტექნიკა მუშაობს. გაწმენდით სამუშაოებში ჩართულია ცოცხალი ძალაც. ამ ეტაპზე, ელექტროენერგია არ მიეწოდება 900-მდე აბონენტს. პრობლემის აღმოსაფხვრელად მიმდინარეობს აღდგენითი სამუშაოები.
გადაადგილებასთან დაკავშირებული პრობლემის თავიდან აცილების მიზნით მერიის სამსახურები, შესაბამისი უწყებების წარმომადგენლებთან ერთად ყველა საჭირო ღონისძიებას ატარებენ. სამუშაოების მიმდინარეობას ადგილზე ეცნობა მერის მოადგილე არსენ ბალახაშვილი.