"გორში არ შეჩერებულა ტრანსპორტის მოძრაობა, ასევე, ელექტროენერგია და გაზი მიეწოდება ყველა სოფელს" - გორის მუნიციპალიტეტის მერის მოვალეობის შემსრულებელი

სიმონ გულედანი

ინტენსიური თოვის მიუხედავად, გორის მუნიციპალიტეტში მდგომარეობა სტაბილურია. იყრება ტექნიკური მარილი. არ შეფერხებულა კომუნიკაციების მიწოდება. მუშაობს საზოგადოებრივი ტრანსპორტი. გზები დამუშავებულია სოფლების მიმართულებითაც.

"გუშინ, მთელი ღამის განმავლობაში, როგორც ქალაქში, ისე სოფლებშიც ხორციელდებოდა ტექნიკური მარილის დაყრა და გზების დამუშავება. საჭიროებიდან გამომდინარე, ხდება სოფლებთან მისასვლელი გზების გაწმენდითი სამუშაოები. ასევე, ქალაქ გორში მოძრაობს ადგილობრივი ტრანსპორტი, არ შეჩერებულა ტრანსპორტის მოძრაობა ამ 3 დღის განმავლობაში. ასევე, ელექტროენერგია და გაზი მიეწოდება ყველა სოფელს. ამ ეტაპისთვის, არცერთი სოფელი არაა ჩაკეტილი, რომ არ იყოს მისასვლელი გზა გაწმენდილი, ან კომუნიკაცია არ ხერხდებოდეს," - აცხადებს გორის მუნიციპალიტეტის მერის მოვალეობის შემსრულებელი სიმონ გულედანი.