"თურქეთი, აზერბაიჯანი და საქართველო ჩართული ვართ საკმაოდ მნიშვნელოვანი პროექტების განვითარებაში, რომელთაც საკმაოდ მაღალი სტრატეგიულო ფუნქცია გააჩნიათ. ეს ყოველივე შედეგად მოგვცემს რეგიონში მშვიდობის დამყარების შესაძლებლობას" - ჰაკან ფიდანი

ჰაკან ფიდანი

"დიდი ხნის განმავლობაში თურქეთი, აზერბაიჯანი და საქართველო აგრეთვე, ჩართული ვართ საკმაოდ მნიშვნელოვანი პროექტების განვითარებაში, რომელთაც საკმაოდ მაღალი სტრატეგიულო ფუნქცია გააჩნიათ. ეს ყოველივე, რა თქმა უნდა, შედეგად მოგვცემს რეგიონში მშვიდობის დამყარების შესაძლებლობას," - ამის შესახებ თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ჰაკან ფიდანმა თურქეთში ქართველ კოლეგასთან, მაკა ბოჭორიშვილთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა.

ჰაკან ფიდანის შეფასებით, საქართველო არის მნიშვნელოვანი სტრატეგიული პარტნიორი.

"საქართველო არის მნიშვნელოვანი სტრატეგიული პარტნიორი და ჩვენ ძალიან წარმატებით განვაგრძობთ ამგვარი ტიპის მეგობრულ ურთიერთობას. ამ ძალისხმევის შედეგად ორივე ქვეყანამ დაამყარა ერთმანეთთან სამაგალითო ურთიერთობა, რაც, რასაკვირველია, მომგებიანია და სასარგებლოა ორივე მხარისათვის თანაბრად. ამას ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს და ჩვენ დიდი ყურადღებით ვეკიდებით. ჩვენი ძალისხმევა ძირითადად არის რეგიონული მშვიდობის დამყარებისაკენ მიმართული, ამიტომ ორივე ქვეყანა ცდილობს, რომ დიდი წვლილი შეიტანოს ენერგორესურსების განვითარებაში ჩვენს რეგიონში. ამისთვის ძალიან მნიშვნელოვანია ვახსენოთ ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის უმნიშვნელოვანესი მილსადენი, ნავთობსადენი, რომელიც აგრეთვე ენერგოუსაფრთხოების კუთხითაც დიდ როლს თამაშობს. ჩვენ დავამყარეთ როგორც სამმხრივი, ასევე, ოთხმხრივი ურთიერთობები სხვადასხვა ფორმატში და, აქედან გამომდინარე, რა თქმა უნდა, მიგვაჩნია და მიგვაჩნდა საქართველო, როგორც ჩვენი ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი პარტნიორი.

დიდი ხნის განმავლობაში თურქეთი, აზერბაიჯანი და საქართველო აგრეთვე, ჩართული ვართ საკმაოდ მნიშვნელოვანი პროექტების განვითარებაში, რომელთაც საკმაოდ მაღალი სტრატეგიულო ფუნქცია გააჩნიათ. ეს ყოველივე, რა თქმა უნდა, შედეგად მოგვცემს რეგიონში მშვიდობის დამყარების შესაძლებლობას. განსაკუთრებით, იგივე კასპიის ზღვის შესაძლებლობები, როგორც ევროპული, ასევე გლობალური ბაზრების განვითარებაში," - განაცხადა თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა.

ცნობისთვის, საგარეო საქმეთა მინისტრი მაკა ბოჭორიშვილი, რომელიც თურქეთის რესპუბლიკაში პირველი ოფიციალური ვიზიტით იმყოფება, თურქ კოლეგას - ჰაქანფიდანს შეხვდა.