იპოთეკით ბინის შეძენა მარტივდება - სებ-მა რეგულაცია შეარბილა
1740591188
საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი, ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე და პარტიის აღმასრულებელი მდივანი მამუკა მდინარაძე მოხალისეებს მოუწოდებს - ნუ გამოიჩენენ თვითინიციატრივებს და იმოქმედონ საკოორდინაციო შტაბთან შეთანხმებით.
როგორც ოზურგეთში მყოფმა მამუკა მდინარაძემ ჟურნალისტებს განუცხადა, მოხალისეების თვით ინიციატივები იწვევს დამატებით პრობლემებს. მათ შორის იყო შემთხვევები, როდესაც დასახმარებლად წასულებს თავად დასჭირდათ დახმარება.
„მოხალისეობრივი თვითინიციატივები მორალურად არის ძალიან კარგი. თუმცა ხშირად, თვითინიციატივები, საკოორდინაციო შტაბის გარეშე მოქმედება იწვევს დამატებით პრობლემებს.
დღეს და გუშინ ბევრი შემთხვევა დაფიქსირდა, დასახმარებლად წასული ადამიანები თავად გახდნენ დასახმარებლები. ყველას ვთხოვ, ნუ ჩააგდებენ ამ მდგომარეობაში ჩვენს მაშველებს, მუნიციპალიტეტის წარმომადგენლებს, თავდაცვის სამინისტრო წარმომადგენს. იქიდან გამომდინარე, რომ ამ შემთხვევაში, როცა დამატებითი პრობლემა ხდება, ვიღაცა ამ დროს იმ რესურს კარგავს, რომ უფრო მალე მივიდეს მასთან ის ადამიანი, რომელსაც ეს ხელეწიფება. აქედან გამომდინარე, თუ კი შესაძლებელია ყველა ეს მოქმედება შევუთანხმოთ საკოორდინაციო შტაბს და იმოქმედონ მათი მითითებების შესაბამისად. იმიტომ, რომ აქ დალაგებულია შესაბამისი მენეჯმენტი.
ძალიან ხშირია შემთხვევები, როცა სოციალურ ქსელშიც ვრცელდება ინფორმაცია, მაგალითად, დღეს იყო ერთ-ერთი ინფორმაცია, რაც აბსოლუტურად ამოვარდნილი იყო რეალობიდან და იმ შემთხვევაში რესურსი დაიხარჯა და არასწორი მიმართულებით. ანუ არარეალური ინფორმაცია, რაზეც რეაგირება, რომ არ მოახდინო შეიძლება, რაღაც დამღუპველი შედეგები გვქონდეს. გავიდა ჯგუფი, იწვალეს ძალიან დიდი ხანი და აღმოჩნდა ცრუ ინფორმაცია. შესაბამისად, ჩვენ უნდა შევძლოთ, რომ ასეთი ცრუ ინფორმაციებისგან, ოღონდ ვიღაცამ პიარი გაიკეთოს თავი შევიკავოთ. არის რაღაცა მომენტები, როცა უნდა გაჩერდე ადამიანი და ყველაფერს უნდა დაანება თავი, პოლიტიკაზე არ ვლაპარაკობ, ყველაფერს უნდა დაანებო თავი თუნდაც რაღაცა მორალისტობის, რაღაც ნაძალადევი პლატფორმის შექმნას.
ყველას გთხოვთ, რომ მაქსიმალურად კოორდინაციაში, თუ ვინმეს ამის სურვილი აქვს, დიდი სიამოვნებით, მადლობა. ეს საჭიროება დიდად არ დგას. სახელმწიფო ყველაფერს აკეთებს იმისათვის, რომ ყველაზე მიუვალ ადგილებშიც იყოს. მდგომარეობა ნამდვილად არ არის მარტივი. რიგ ადგილებში ძალიან სერიოზულ პრობლემებს ქმნის ეს ყველაფერი და შევეცადოთ, რომ ერთმანეთს მხარში ამოვუდგეთ მაქსიმალურად.
სახელმწიფო აკეთებს ყველაფერს აბსოლუტურად და ვცდილობთ, რომ არ დარჩეს რეაგირების გარეშე პრიორიტეტების მიხედვით, ადამიანზე მორგებული პრიორიტეტების მიხედვით, მის ჯანმრთელობაზე მორგებული პრიორიტეტების მიხედვით არცერთი ადგილი და ასეთი რეაგირება იქნება ყველა წამს და ყველა წუთს“, - განაცხადა მამუკა მდინარაძემ.