„შეცდომები ყველას მოსდის და ყველას აქვს ცუდი პერიოდები...“ - ელენე ეპიტაშვილის გულახდილი ინტერვიუ
1745524044
ვაშლის ძმარი უებარი სამკურნალო საშუალებაა. იგი შეიცავს ადამიანის ორგანიზმისთვის აუცილებელ თითქმის ყველა მინერალურ ნივთიერებასა და მიკროელემენტს. იგი ხელს უწყობს საჭმლის მონელებას, ამაღლებს სისხლის შედედების უნარს, აჯანსაღებს სისხლძარღვებს, ხელს უწყობს სისხლის წითელი ბურთულების წარმოქმნას. ძმრის ყველაზე მნიშვნელოვანი ღირსება კალიუმის მაღალი შემცველობაა, ის აუცილებელია ენერგიის გამომუშავებისათვის, ასევე ნერვული სისტემის დასამშვიდებლად. არის ბუნებრივი ანტისეპტიკი, კლავს მიკრობებს და ხელს უშლის ლპობის პროცესს. ამავდროულად, გირჩევთ, რომ თქვენს კულინარიაში ღვინის ძმარი, ვაშლის ძმრით ჩაანაცვლოთ.
ნატუროპათმა დოქტორმა დ.ჯარვისმა ვაშლის ძმარს ჯანმრთელობის ელექსირი უწოდა.
წონის კლება – ვაშლის ძმარი გეხმარებათ წონის კლებაში, ეს არის პირველი სასარგებლო თვისება. არაერთი კვლევა აჩვენებს, რომ ვაშლის ძმარი უპირველესყოვლისა ასტაბილურებს სისხლში შაქრის დონეს, რაც ძალიან გამოსადეგი შეიძლება იყოს თუ წონის კლება გინდათ ან თუნდაც შენარჩუნება.რეალურად წონის მატებას იწვევს სისხლში მაღალი შაქრის დონე, ამ დროს პანკრეასიდან გამოიყოფა დიდი ოდენობით ინსულინი, ეს არის ჰორმონი, რომელიც უკვე ამ შაქრებს აგროვებს ცხიმებად თქვენს ორგანიზმში.ამიტომ რადგან ვაშლის ძმარი უფრო ამცირებს სისხლში შაქრის დონეს, ეს ძალიან გამოსადეგი თვისებაა წონის კლების თვალსაზრისით.
ასევე ვაშლის ძმარი გარკვეულწილად ამცირებს მადას, შიმშილის შეგრძნებას, რის შედეგადაც ავტომატურად უფრო ნაკლებ საკვებს იღებთ და ესეც კარგი დამხმარე შეიძლება იყოს თქვენთვის დიეტის დროს.
კლავს ბაქტეირებს – ვაშლის ძმარი კლავს პათოგენებს, ესენია ძირითადად საზიანო ბაქტერიები, ვირუსები, სოკოები და პარაზიტები.ვაშლის ძმარს აქვს საკმაოდ მაღალი მჟავიანობის დონე, ამიტომ ერთგვარ გამწმენდის როლს ასრულებს და ანადგურებს არასასარგებლო ორგანიზმების დიდ ნაწილს, ხშირ შემთხვევაში სრულადაც აქრობს.
აძლიერებს იმუნიტეტს, ამცირებს ქოლესტერინის დონეს
ზრდის კუჭში მჟავიანობის დონეს – და ასევე იგივე მიზეზით ვაშლის ძმარი ზრდის კუჭში მჟავიანობის დონეს და ეს არის ერთ-ერთი ყველაზე სერიოზული სასარგებლო თვისება.შეიძლება ითქვას, რომ ადამიანების მინიმუმ 95%-ს აქვს დაბალი მჟავიანობის დონე კუჭში, რაც შემდეგ იწვევს შებერილობას, გულძმარვას, საკვების მოუნელებლობას და ა.შ.როცა თქვენ გაქვთ დაბალი მჟავიანობის დონე კუჭში, ეს ნიშნავს რომ საკვები ბოლომდე ვერ იშლება, შესაბამისად სასარგებლო ნივთიერებების ძალიან მცირე ოდენობას ითვისებთ და ეს უკვე იწვევს პრობლემების მთელ კომპლექტს, დაწყებული კანისა და თმის პრობლემებით – დამთავრებული გულის პრობლემებით.თქვენ რეალურად გჭირდებათ საკმაოდ მაღალი მჯავიანობის დონე, იმისთვის რომ სრულად შეითვისოთ ყველა საჭირო ვიტამინი და მინერალი იმ პროდუქტებიდან, რომელსაც მიირთმევთ. ვაშლის ძმარი ფერმენტირებული პროდუქტია და გეხმარებათ საკვების უკეთესად მონელებაში.
ასე რომ, ეს ჯადოსნური სითხე არეგულირებს არტერიული წნევის დონეს, შლის ცხიმების დანალექებს,
აწესრიგებს ნივთიერებათა ცვლას, ხელს უწყობს საჭმლის მომნელებელი ორგანოების,
სისხლძარღვების, სახსრებისა და მთელი ორგანიზმის ნორმალურ ფუნქციონირებას;
ამაგრებს ძვლებს, კბილებს და ფრჩხილებს, ამცირებს ქოლესტერინის შემცველობას
სისხლში, ამცირებს ინსულტისა და გულის ინფარქტის რისკს; ამაღლებს სისხლის
შედედების უნარს, ხელს უწყობს სისხლის წითელი ბურთულების წარმოქმნას;
როგორ მივიღოთ?
ორგანიზმის პროფილაქტიკისათვის - ორგანიზმის გაწმენდა შლაკებისაგან
– დალიეთ დღეში 1 ჩ. ჭ. წყალში გაზავებული 1-2 ჩ. კ. ვაშლის ძმარი. სასურველია 1 ჩ.კ.თაფლის დამატებაც. ვაშლის ძმრის მიღება უმჯობესია ჭამის წინ, რადგან იგი ხელს უწყობს საჭმლის მონელებას და შლაკების
დაგროვებას ეწინააღმდეგება;
ვაშლის ძმარი აუცილებლად ნატურალური უნდა იყოს.
ასევე დაგაინტერესებთ:
რას გვაუწყებს ობობის ქსელების მომრავლება სახლში?
„ეს ჭიქები გარეცხე? ვაიმე!!!“ - ამბავი, რომელიც საბერძნეთში ემიგრანტს გადახდა
"არ ფლანგოთ ფული მიკროტალღურ ღუმელებზე... წადით სამოგზაუროდ, ნახეთ მსოფლიო" - თეონა კონტრიძის რჩევა
"ტაფის და ქვაბის ამგვარი ხსნარებით გარეცხვა, დაუშვებელია" - ტოქსიკოლოგის გაფრთხილება