გამაახალგაზრდავებელი და გასახდომი დიეტა, რომლის გამოც ავტორს ნობელის პრემია მიენიჭა

გამაახალგაზრდავებელი და გასახდომი დიეტა, რომლის გამოც ავტორს ნობელის პრემია მიენიჭა

იოშინორი ოსუმი (Yoshinori Ohsumi) – მოლეკულური ბიოლოგიის სპეციალისტია, ტოკიოს ტექნოლოგიური უნივერსიტეტიდან. ის 2016 წელს ნობელის პრემიის ლაურეატი გახდა, ფიზიოლოგიისა და მედიცინის დარგში. ეს ჯილდო ავტოფაგიის კვლევისთვის გადაეცა.

„ოსუმის აღმოჩენამ საშუალება მოგვცა, გაგვეგო, როგორ ამუშავებს უჯრედი საკუთარ შიგთავსს. ამ აღმოჩენამ გზა გაუხსნა ისეთი ფიზიოლოგიური პროცესების აღქმას, როგორიცაა შიმშილთან ადაპტაცია და ინფექციებთან გამკლავება“. - განაცხადეს ნობელის პრემიის კომიტეტის წევრებმა.

ავტოფაგია უჯრედის ზედმეტი ნაწილების (მასში დაგროვილი ე.წ. „ნაგავი“) უტილიზაციისა და გადამუშავების პროცესია. ეს ტერმინი ორი ბერძნული სიტყვისგან შედგება (autos – „თვით“, phago – „ვშთანთქავ“) და ითარგმნება როგორც „თვითშთანთქმა“.

ეს ფენომენი რომ არსებობს, მეცნიერებმა ჯერ კიდევ გასული საუკუნის 60-იან წლებში დაადგინეს, თუმცა, ვერ შეძლეს მისი მექანიზმის წვრილმანებში გარკვევა. ოსუმიმ საკუთარი ექსპერიმენტების შედეგად გამოავლინა გენები, რომლებიც პასუხს აგებენ ავტოფაგიაზე.

ავტოფაგია დამახასიათებელია ცოცხალი ორგანიზმებისთვის, მათ შორის - ადამიანებისთვისაც. მისი წყალობით უჯრედები თავიდან იშორებენ ზედმეტ ნაწილებს, ორგანიზმი კი მთლიანობაში თავისუფლდება ზედმეტი უჯრედებისგან.

უჯრედს აქვს უნარი, გადაამუშაოს ის, რაც ზედმეტი ან ჯანმრთელობისთვის ზიანის მომტანია.

უჯრედები „ფუთავენ“ ნაგავს სპეციალურ ტომრებში – ავტოფაგოსომებში. შემდეგ გადააქვთ კონტეინერებში – ლიზოსომებში, სადაც ყველანაირი ნარჩენი ნადგურდება და ხდება მისი მონელება. ავტოფაგიის წყალობით უჯრედი სუფთავდება მასში მოხვედრილი ინფექციისგან და წარმოქმნილი ტოქსინებისგან.

ავტოფაგია იწყებს მუშაობას გაცილებით ინტენსიურად, როდესაც ორგანიზმი სტრესს განიცდის. მაგალითად, შიმშილობს. ამ შემთხვევაში უჯრედი საჭირო ენერგიას საკუთარი რესურსების ხარჯზე გამოიმუშავებს – დაგროვილი „ნაგვიდან“. მათ შორის - ავადმყოფობის გამომწვევი ბაქტერიებისგან.

მეცნიერის აღმოჩენა ამტკიცებს: შიმშილი და მარხვა ერთმნიშვნელოვნად სასარგებლოა – ორგანიზმი ნამდვილად იწმინდება და ეს დამოწმებულია ნობელის კომიტეტის მიერ. ამასთან, როგორც ოსუმის კოლეგები გვარწმუნებენ, ავტოფაგია ორგანიზმს ნაადრევი სიბერისგან იცავს.

ავტოფაგიის პროცესის დარღვევა იწვევს დიაბეტს, პარკინსონისა და სიმსივნურ დაავადებებს. ამის გათვალისწინებით, მედიკოსები ქმნიან ახალ პრეპარატებს, რომელთაც შეუძლიათ დარღვევების გამოსწორება და შესაძლოა, განკურნებაც კი.

როგორც ჩანს, პროფილაქტიკისთვის ნამდვილად ღირს შიმშილობა, იმ მიზნით, რომ ორგანიზმმა გამაჯანსაღებელი სტრესი მიიღოს.

თავისსავე აღმოჩენაზე დაყრდნობით, მეცნიერმა შეიმუშავა სპეციელური დიეტა, - „16/8“, რომელიც ხელს უწყობს წონის რეგულურებასა და სხეულისა და ორგანიზმის გაახალგაზრდავებას.

სასურველ ფორმაში ჩადგომისთვის მამაკაცებიც და ქალებიც მზად არიან, დაიცვან ნებისმიერი დიეტა. ბევრი მართლაც ძალიან ეფექტიანია, მაგრამ ამავე დროს, გვერდითი მოვლენები აქვს.

„16/8“ არ არის დიეტა, ეს არის კვების რეჟიმი. მისი არსი მდგომარეობს ინტერვალებით კვებაში. 16 საათი შიმშილობ, ხოლო 8 საათის განმავლობაში იკვებები.

მეცნიერმა შეძლო, დაემტკიცებინა „16/8“ რეჟიმის სარგებელი, რომელიც მოიცავს ავტოფაგიას.

„16/8“ რეჟიმი აღვიძებს უჯრედებს და უბიძგებს ავტოფაგიისკენ.

თავდაპირველად, „შიმშილობის 16 საათი“ შეგაშინებთ, სინამდვილეში კი საკვების გარეშე 16 საათი არც თუ ისე საშინელებაა, თუ გაიხსენებთ, რომ ძილის ხანგრძლივობა დაახლოებით 10 საათია. დარჩენილი 6 საათის გადანაწილება შეიძლება. ძილის წინ 3 საათი და ძილის შემდეგ 3 საათი.

ასე რომ, ოპტიმალური რეჟიმი 20-დან 12 საათამდე შიმშილობა, ხოლო 12-დან 20 საათამდე კვებაა.

კონკრეტულ დროს არა აქვს მნიშვნელობა, ყველას შეუძლია, აირჩიოს საუკეთესო დრო, ცხოვრების რიტმიდან გამომდინარე.

„16/8“ რეჟიმის უპირატესობა არის:

1. კუნთების ლამაზი რელიეფის ფორმირება;

2. საჭმლის მომნელებელი ტრაქტის მუშაობის გაუმჯობესება;

3. მადის კონტროლი, ცხიმების წვა, წონის დაკარგვა;

4. ქოლესტერინისა და გლუკოზის ნორმალიზება;

5. წნევის სტაბილიზაცია;

6. მეტაბოლიზმის დაჩქარება;

7. დაზიანებული ქსოვილების რეგენერაცია, გაახალგაზრდავება;

8. ანთების შემცირება;

9. ტოქსინების აღმოფხვრა - კანზე გამონაყარის გაწმენდა, თირკმელებისა და ღვიძლის ფუნქციის გაუმჯობესება;

10. იმუნიტეტის გაძლიერება, სხვადასხვა დაავადების პრევენცია.

რა ვჭამოთ „16/8“ რეჟიმის დროს?

რეჟიმი საშუალებას გაძლევთ, იკვებოთ 8 საათის განმავლობაში, მაგრამ ყველას ესმის, რომ ეს არ ნიშნავს, რომ მთელი 8 საათის განმავლობაში შეგიძლიათ მიირთვათ ნებისმიერი საკვები: „ფასტფუდები“, შემწვარი და ცხიმიანი, რადგან ასეთ საკვებს არ მოაქვს სარგებელი. უპირატესობა უნდა მიანიჭოთ ბოსტნეულს, ხილს, ცილოვან საკვებს (თევზი, ინდაური, საქონლის ხორცი, ქათამი, ხაჭო და ა.შ.).

კვება არ უნდა იყოს 3 ჯერზე ნაკლები და უნდა იყოს მცირე ულუფები.

16 საათის განმავლობაში აკრძალულია ნებისმიერი საკვების მიღება. შეგიძლიათ დალიოთ წყალი, ჩაი და ყავა შაქრის გარეშე, ნებისმიერი რაოდენობით.

დადებითის გარდა, „16/8“ რეჟიმს აქვს უკუჩვენებები. მისი გამოყენება არ შეიძლება სხეულის მცირე წონის, ტუბერკულოზის, პირველი ტიპის დიაბეტის, ჰიპერთირეოზის, არითმიების ტაქიისტოზური ფორმების და AV ბლოკადა II და III ხარისხის, მიოკარდიუმის ინფარქტის შემდეგ (სისხლძარღვთა კატასტროფის მომენტიდან ერთი თვის განმავლობაში).

გულის ქრონიკული უკმარისობის (II-b-III ხარისხი). ღვიძლის დაავადებების (ქრონიკული ვირუსული ჰეპატიტი, ციროზი), თირკმლის ან ღვიძლის ქრონიკული უკმარისობის, ჰიპერტენზიის ან სიმპტომური არტერიული ჰიპერტენზიისა და საჭმლის მომნელებელი სისტემის დაავადებების (ჯგუფში შედის: კუჭისა და თორმეტგოჯა ნაწლავის პეპტიური წყლული, ქოლელითიოზი) დროს. ასევე, 75 წელზე მეტი და 14 წელზე ნაკლები ასაკის ადამიანებისთვის, ორსულობისა და ძუძუთი კვების პერიოდში.

ასევე ნახეთ:

VIDEO: როგორ დავასრულოთ პირადი ურთიერთობა, თანამშრომლობა თუ მეგობრობა, როცა ის იმ ენერგიად არ ღირს, რომელსაც ვახმართ

როგორ შეცვალოთ დიეტა შემოდგომაზე, იმისთვის რომ წონაში არ მოიმატოთ