"არ ფლანგოთ ფული მიკროტალღურ ღუმელებზე... წადით სამოგზაუროდ, ნახეთ მსოფლიო" - თეონა კონტრიძის რჩევა

kontridze

თეონა კონტრიძე სოციალურ ქსელში თავის გამომწერებს, ხშირად უზიარებს თავის ემოციებს ყველაფერზე - საკვები იქნება ეს, მუსიკა, საღამო, რაიმე კონკრეტული ფაქტი თუ ასე შემდეგ.

ამჯერად მომღერალი გვიყვება, რომ მისთვის მთავარი შეგრძნებების და ემოციების დაგროვებაა და ყველაფერს აკეთებს იმისთვის, რომ საოცნებო ადგილას თუ სიტუაციაში მოხვდეს.

თეონა კონტრიძე: მივედი დასკვნამდე, რომ ამქვეყნად ჩვენ-ჩვენი ოცნებების ასრულებისთვის მოვედით.

მე მოქმედების ადამიანი ვარ, ვერ ვიტყოდი, რომ დიდი მეოცნებე გახლავართ. მაგრამ მკვეთრ დასკვნამდე მივედი, ყველაფერი, რაზედაც ვოცნებობ, უნდა ავიხდინო: მინდა ზალცბურგის ფესტივალზე? მივდივარ. მინდა ჩეჩილია ბარტოლის კონცერტზე? მივდივარ. მინდა რომელიმე ფეხსაცმელი? (სულ სამი მარკის ფეხსაცმელს ვატარებ) ვყიდულობ.

მატერიალური სამყაროსგან ცოტა რამ მინდა. რაც მსურს, ყველაფერს ვაკეთებ საიმისოდ, რომ ავისრულო. აი, საიდან ვიღებ ენერგიას. ენერგიას ვიღებ პროცესისგან, ავიხდინო ოცნება.

ბრილიანტებზე და მის კარატებზე არასდროს ვფიქრობ, არ მაღელვებს. მე ჩემი ხაზი მაქვს.

ერთი ისტორია გამახსენდა: ჩემი ერთ-ერთი ოჯახის წევრი ადრე გათხოვდა, 19 წლის ასაკში. მაშინ მე 12 წლის ვიყავი. ქორწილში ნაჩუქარი ფულით იყიდა სამზარეულოსთვის საჭირო რამეები - ქვაბების, ტაფების ნაკრებები. და მეოთხე ნაკრების საყიდლად რომ გაემზადა, დედაჩემმა ურჩია: შვილო, შეეშვი ქვაბების და ნაკრებების ყიდვას. აღარ გინდა, შეჩერდი, ყველაფერი გაქვს უკვე. მოკიდე ხელი შენს ახლგაზრდა ქმარს და წადით სამოგზაუროდ პარიზში, ფლორენციაში, რომში, პრაღაში... სადაც გინდათ. ნახეთ მსოფლიო, იურთიერთეთ ხალხთან, ახალ რეალობებს გაეცანით, რით ცხოვრობენ ადამიანები გაიგეთ. დედა მეუბნებოდა ხოლმე, ერი ბევრს გამცნობს, მისგან ბევრს შეიტყობო.

ბავშვებს თავიდანვე აქვთ - "ჩემი თეფში", "ჩემი ჩანგალი", "ჩემი ჭიქა". მე არასდროს მაინტერესებდა ეს. მე შეგრძნებების მანიაკი ვარ, ემოციების მანიაკი.

მე ვარ შეგრძნებებისა და ემოციების ადამიანი.

ძვირფასებო, არ ფლანგოთ ფული მიკროტალღურ ღუმელებზე, მხოლოდ ემოციების და შეგრძნებების მიღებაში ჩადეთ ფულადი ინვესტიცია.

თუ მაგალითად, ქვაბი გაცილებით მეტ ემოციას გგვრით, ვიდრე მაგარი მუსიკა, ან კარგი სპექტაკლი და ფილმი, სერფინგი, დაივინგი თუ ცეკვა, მაშინ იყიდეთ ქვაბი. ჩვენ ამ ქვეყანაზე ქვაბების გარეშე დავიბადეთ, მაგრამ ემოციებით... და წავალთ ემოციებით და გვექნება მოსაგონარი მხოლოდ ის, რაც თავს გადაგვხდა...

თუმცა ვგიჟდები სამზარეულოს ნივთებზე, მაგარ დანებს, ტაფებს ვყიდულობ, მაგრამ ერთ ნაკრებს და მორჩა. არაა საჭირო მილიონობით. 

ასე რომ მხოლოდ ემოცია, მეგობრებო...

ასევე დაგაინტერესებთ: 

თავის უმცროს ძმას მალევე გაჰყვა მარადისობაში... ზუსტად ორ თვეში. რა მისტიკურია...“ - ჩვენი კლასიკოსისა და ლეგენდარული მიმის ძმობის ამბავი

"შეშინებული წამოვდექი, ხელში ანთებული სანთლები მეჭირა და ვკანკალებდი..." - ისტორია გოდერძი ჩოხელზე, რომელიც უნდა წაიკითხოთ

მგონი, პირველად გამიხარდა ინტერვიუს მიცემა... ხიფათიანი ბიჭია, ბევრს გადაურჩა ..." - რატომ მოისურვა გია ბურჯანაძეზე საუბარი ქეთევან კიკნაძემ

ხარის რქებზე რომ სალოცავად სანთლებს აანთებ, ყელთან მიტანილ დანას როგორ არ მიენდობა?!"- პოეტი, რომელიც გოდერძი ჩოხელის დაბადების დღეს დაიბადა და მას ამსგავსებენ