წმინდა დიდმოწამის, გიორგის სასწაული, რომელიც ახლო წარსულში მოხდა
1732308814
ობობის ქსელები ყველა სახლშია, რადგან ობობები ყველგანმყოფი არსებები არიან. ყველაზე სუფთა დიასახლისის სახლშიც.
სანამ იმას გეტყოდეთ, ცრურწმენის მიხედვით, რას ნიშნავს ობობის ქსელების "შემოსევა", მანამ მის სასარგებლო თვისებაზეც გავამახვილებ ყურადღებას.
ობობები ბუნებისა და ჩვენი სახლის ეკოსისტემის მნიშვნელოვანი წევრები არიან. ისინი საკუთარი ცხოვრებით ცხოვრობენ, არც აგრესიულები არიან და არც საშიშები. უფრო მეტიც, ისინი სხვა პატარა მწერებსა და პარაზიტებს ჭამენ და ამით გვეხმარებიან. ამიტომ ობობის მოკვლით, სახლიდან მნიშვნელოვან მონადირეს ვაძევებთ.
სინამდვილეში სარგებლობა უფრო მეტი მოაქვს, ვიდრე ზიანი. ის სახლის მავნე მწერებს ანადგურებს, ამიტომ ობობას მიმართ ბრძოლის რბილი მეთოდები გამოიყენეთ.
კი ბატონო, ყველა კუთხეში ობობის ქსელები იმაზე მიუთითებს, რომ დროა სახლი დაალაგოთ. თუმცა მეორე მხრივ, ნიშნებსაც ყურადღება უნდა მიაქციოთ, რადგან უძველესი დროიდან ქსელები კარგ ნიშნებს უკავშირდებოდა.
ობობის ქსელები მეპატრონეს სიმდიდრეს ჰპირდება.
ნიშნები ბევრია და იმ ადგილს უკავშირდება, სადაც ობობა თავის ქსელს ხლართავს.
საერთოდ, სახლში ობობის გამოჩენა ყოველთვის სიმდიდრეს და ბედნიერებას უკავშირდება. მაგალითად, ითვლებოდა, რომ ობობები სახლის სულის დამხმარეები არიან და სახლის უარყოფით ენერგეტიკას თავის ქსელში აგროვებენ. ხოლო, ბედნიერებას და სიმდიდრეს თავისი ქსელებით აკავებენ.
ეს იმას არ ნიშნავს, რომ დალაგება უნდა დაივიწყოთ, რადგან ნიშნები მხოლოდ სუფთა სახლში მუშაობს.
ოჯახში ატმოსფეროც მნიშვნელოვანია: ობობებს ბედნიერება არ მოაქვთ იმ ოჯახში, სადაც ყოველთვის ერთმანეთს ეკამათებიან.
მოკლედ, მთლად ცრურწმენისა და ობობის ქსელებში გახვეული ჭერების იმედად იქნებით. სახლი დაალაგეთ, ობობა ცოცხლად გაუშვით. წარმატებას გისურვებთ...
ასევე დაგაინტერესებთ:
"ტაფის და ქვაბის ამგვარი ხსნარებით გარეცხვა, დაუშვებელია" - ტოქსიკოლოგის გაფრთხილება
"ძილის წინ უნდა ვეცადოთ..." - იმისთვის, რომ გულმა დიდხანს გვიერთგულოს - გულიკო ჩაფიძის საჭირო რჩევები