ავიაკომპანია Wizz Air-ი განცხადებას ავრცელებს
1750099867
17 ივნისამდე საქართველოში უამინდობა გასტანს, ხოლო 18 ივნისიდან ქვეყნის მთელ ტერიტორიაზე გამოიდარებს.
„დღეს, დღის მეორე ნახევრიდან და ხვალ (16-17 ივნისი) დასავლეთში ყველგან და აღმოსავლეთში ზოგან მოსალოდნელია კვლავ ხანმოკლე წვიმა და ელჭექი, ზოგან შესაძლებელია ძლიერი წვიმა, ელჭექის დროს კი ქარის ხანმოკლე გაძლიერება.
საქართველოში ოთხშაბათს - დღისით გამოიდარებს და მზიანი ამინდია მოსალოდნელი კვირის ბოლომდე.
გისურვებთ მხნეობას და სილაღეს“,- ამბობს მეტეოროლოგი.
ასევე „პრაიმტაიმს“ სინოპტიკოსი ხათუნა ქოქოსაძე 1 თვის ამინდის პროგნოზს უზიარებს:
„იქითა კვირიდან საკმაოდ მაღალი ტემპერატურა დაფიქსირდება +32, +33 გრადუსამდე.
თვის პროგნოზით, ივნისის თვის საშუალო ტემპერატურად, დასავლეთ საქართველოს დაბლობისთვის და აღმოსავლეთ საქართველოში, ტემპერატურა მოსალოდნელია +27 გრადუსი. მთიან რაიონებში, 19, 21, გრადუსი.
ცალკეულ დღეებს რაც შეეხება, მოსალოდნელია ტემპერატურის მომატება, დასავლეთ საქართველოში, +33, +36 გრადუსამდე. აღმოსავლეთ საქართველოში, +35, +38 გრადუსამდე.
წვიმიანი ამინდები ნაკლებად იქნება, ზოგადად მთლიანი ივნისის თვის მიმოხილვით, გეტყვით, რომ ნალექი ნაკლებია და უმეტესად უნალექო ამინდები გველის“, - ამბობს „პრაიმტაიმთან“ ხათუნა ქოქოსაძე.