უსაფრთხოა თუ არა ნახშირის კბილის პასტა კბილებისთვის

ნახშირის კბილის პასტა

ნახშირის კბილის პასტის მოხმარება ბოლო პერიოდში საკმაოდ პოპულარული გახდა.  საინტერესოა, უსაფრთხოა თუ არა ის ჩვენი კბილებისთვის.

ნახშირის კბილის პასტა გააქტიურებულ ნახშირს შეიცავს, რომელიც არის თხელი ფხვნილი, შედგება ქოქოსის ნაჭუჭისგან, ხისგან და სითბოს ქვეშ დაჟანგული სხვა ბუნებრივი ნივთიერებებისგან. ის ნამდვილად ეხმარება კბილებზე ზედაპირული ლაქების მოცილებას.

მიუხედავად იმისა, რომ ნახშირის გამოყენება კბილებზე უსაფრთხოა მცირე დოზებით, არ უნდა გამოიყენოთ ამ ტიპის კბილის პასტა ყოველდღე.  შესაძლოა, მან კბილის მინანქრის, კბილების გარე დამცავი საფარის, დაზიანება გამოიწვიოს. ნახშირის კბილის პასტების უმეტესობა არ შეიცავს ფტორს, რომელიც იცავს კბილებს დაზიანებისგან, ამიტომ უმჯობესია აირჩიოთ სტანდარტული, ფტორის შემცველი კბილის პასტა.

წყარო