"ახალ თეატრთან" მსახიობებისა და რეჟისორების საპროტესტო მანიფესტი დასრულებულია

ახალი თეატრი

"ახალ თეატრთან" მსახიობებისა და რეჟისორების საპროტესტო მანიფესტი დასრულებულია. არტისტებმა დღევანდელ საპროტესტო აქციაზე განაცხადეს, რომ "ახალი თეატრი" გადის რეგიონებში, რათა ხმა ყველას მიაწვდინონ.

ამავე აქციაზე, რეჟისორმა დავით დოიაშვილმა მანიფესტზე შეკრებილებს უთხრა, რომ დღემდე ეცადნენ დიალოგი ჰქონოდათ პროკურატურასთან, თუმცა საგამოძიებო უწყებამ ისინი არ შეიმჩნია.

"ახალი თეატრის" დასის წევრები, მათი კოლეგის, მსახიობ ანდრო ჭიჭინაძისა და სხვა დაკავებულების გათავისუფლებას ითხოვენ.