„ტიკტოკერი“ ქალი, რომელსაც მთელი საქართველო გულშემატკივრობდა გარდაიცვალა
1737633187
თბილისის საქალაქო სასამართლოში პოლიტიკური ნიშნით დევნაში ბრალდებული, "ძლიერი საქართველოს" ერთ-ერთი ლიდერის, ალეკო ელისაშვილის წინასასამართლო პროცესი მიმდინარეობს.
დღევანდელ სხდომაზე მტკიცებულებების დასაშვებობაზე იმსჯელებენ, ასევე, გადაწყდება საქმე არსებითად განსახილველად გადაეცემა თუ არა სასამართლოს. სხდომას ალეკო ელისაშვილიც ესწრება. როგორც მან პროცესზე აღნიშნა, თავს დამნაშავედ არ ცნობს.
"6 თებერვალს მექნება შემდეგი სხდომა, 3-წლიანი მუხლია. აბსოლუტური აბსურდია, ვინ ოხერია ალი ბაბაევი?! - რომელიც თურმე ისეთი პოლიტიკური მოღვაწე ყოფილა, რომ მისი პოლიტიკური მოღვაწეობით გადავრეულვარ, ქუჩაში ვეტაკე და არიქა... შემაგინა და იმაზე მქონდა რეაქცია," - აღნიშნა ალეკო ელისაშვილმა.
რაც შეეხება პროკურორის განცხადებას, მომხდარის მოტივი არის დაზარალებულის პოლიტიკური მოღვაწეობა.
"დაზარალებულის პოლიტიკურ მოღვაწეობასთან დაკავშირებით, მის მიერ ღიად გამოცხადებული პოზიციები მიღებული იყო ბრალდებულისთვის და სწორედ ამიტომ ბრალდებული თავს დაესხა დაზარალებულს და მიაყენა, როგორც ფიზიკური, ასევე, სიტყვიერი შეურაცხყოფა. ბრალდების მხარეს წარმოდგენილი აქვს სხვადასხვა მტკიცებულება, მათ შორის, მოწმეთა ჩვენებები. ერთ-ერთი მთავარი მტკიცებულება ეს არის, როგორც დაზარალებულის ჩვენება, ასევე, ვიდეო-ჩანაწერი, სადაც დეტალურად არის აღწერილი ბრალდებულის მხრიდან დაზარალებულზე თავდასხმის, ფიზიკური და სიტყვიერი შეურაცხყოფის მიყენების ფაქტი," - აღნიშნა პროკურორმა.
ცნობისთვის, ალეკო ელისაშვილს აღკვეთის ღონისძიების სახით შეფარდებული პატიმრობა 4000-ლარიანი გირაოს სანაცვლოდ პროკურატურის შუამდგომლობის შემდეგ შეეცვალა. ელისაშვილი, "ქართული ოცნების" წევრ ალი ბაბაევზე თავდასხმის ბრალდებით დააკავეს.