ბათუმში დაკარგული ბიჭის დედა მიმართვას ავრცელებს
1737662387
2026 წლისთვის ხელმისაწვდომი იქნება წამალი, რომელსაც ძაღლების სიცოცხლის გახანგრძლივება შეუძლია. ეს არის ამერიკული ბიოტექნოლოგიური კომპანიის Loyal რუფის იდეა, რომელიც დაარსდა იმ წამლის შექმნის იდეით, რომელსაც შეუძლია ძაღლის სიცოცხლე გაზარდოს.
კომპანიამ შექმნა წამალი სახელად LOY-001.
საკვებისა და წამლების ადმინისტრაციასთან (FDA) ოთხწლიანი კვლევების შემდეგ, კომპანიამ აღმოაჩინა, რომ წამალმა „გააუმჯობესა დაბერების კლინიკურად შესაბამისი პარამეტრები“.
როგორ მუშაობს ეს წამალი?
ძაღლებს აქვთ ჰორმონი, სახელად IGF-1, რომელიც აჩქარებს მათ დაბერებას და ადრეულ სიკვდილს.
LOY-001 პრეპარატი მიზნად ისახავს მნიშვნელოვნად შეამციროს IGF-1 დონე, რამაც თეორიულად უნდა შეაჩეროს უფრო დიდი ძაღლების სწრაფად დაბერება.
წამლის გაკეთება ყოველ სამ-ექვს თვეში ერთხელ იქნება შესაძლებელი.
„თითოეულმა ეტაპმა აჩვენა სტაბილური პროგრესი ჩვენი ხედვისკენ, რათა დავეხმაროთ ძაღლებს უფრო დიდხანს იცოცხლონ და დარჩნენ ჯანმრთელები ასაკის მატებასთან ერთად“,- თქვა მეცნიერმა.
შესაძლოა, ერთ დღესაც მსგავსი რამ გამოიყენონ ადამიანებისთვის.