VIDEO: როგორ დავამარცხოთ თიაქარი ქირურგიული ჩარევის გარეშე
1737567848
პარტია „გახარია საქართველოსთვის“ ლიდერმა, გიორგი გახარიამ თბილისის პროკურატურა დატოვა. გახარია უწყებაში დაახლოებით სამი საათის განმავლობაში გამოკითხვაზე იმყოფებოდა.
თბილისის პროკურატურიდან გამოსვლის შემდეგ გახარიას მედიასთან გამოკითხვის დეტალებზე კომენტარი არ გაუკეთებია. მისი თქმით, ამ თემაზე ხვალ ბრიფინგს გამართავს.
გიორგი გახარიას გამოკითხვა, სავარაუდოდ, 15 იანვარს „შერატონ ბათუმში“ მომხდარ ინციდენტს უკავშირდება.
ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლით დაიწყო, რაც ძალადობას გულისხმობს.