თევზს ყიდვამდე უნდა შეუმოწმოთ ლაყუჩები - ლუკა ნაჭყებიას რეკომენდაციები

lukas rchevebi

კვების ტექნოლოგმა ლუკა ნაჭყებიამ თევზისა და მწვანილის ყიდვისა და შენახვის სწორი წესების შესახებ ისაუბრა:

„საქართველოში თევზის კარგად მოხმარება არ ვიცით. არის რამდენიმე მარტივი წესი. კანს რომ შეხედავთ, პირველი წესია, უნდა ეტყობოდეს, რომ თითქოს ახლახან ცურავდა. დასუნავ, არა თევზის ინტენსიური არომატი, არამედ წყლის, ზღვის, ოკეანის არომატი უნდა იგრძნოთ, საიდანაც არის თევზი. თევზს უმოწმებთ ლაყუჩებს. ლაყუჩი უნდა იყოს სასიამოვნო წითელი ფერის და არა მოვარდისფრო.

კითხვა-პასუხის რეჟიმს ვეძახით ამას. დააწვები თევზს, თუ დრეკადობა არ შეინიშნება და დარჩა ჩაჭყლეტილი, ეს თევზი აღარ გამოიყენო. თევზს თვალები უნდა ჰქონდეს ისეთი, თითქოს ცოცხალი არისო. თვალი უნდა იყოს სავსე, არ უნდა იყოს ჩავარდნილი, არ უნდა ჰქონდეს ბინდი გადაკრული.

თქვენი, მომხმარებლის უფლებაა, რომ შეამოწმოთ, რას ყიდულობთ. შეგიძლიათ მაღაზიას მოთხოვოთ ხელთათმანი, რომ შეამოწმოთ პროდუქტი. ამის უფლება გაქვთ, როგორც მომხმარებელს“,- ამბობს ლუკა ნაჭყებია.