პირველი დეკემბრიდან ახალი წესები ამოქმედდება - გაფრთხილება მძღოლებს
1732309879
რუსეთის მოქალაქეების საქართველოში აქტიურ შემოდინებას „მასტერშეფის“ ჟიურის წევრი, ლუკა ნაჭყებია გამოეხმაურა.
მისი შეფასებით, მცდარია მოსაზრება, რომ ქართველებს სტუმარ-მასპინძლობის ტრადიცია რაღაც გარკვეულ იდეალებს ემსახურება.
„სამწუხაროდ, ვლინდება, რომ ჩვენი სტუმართმოყვარეობა თურმე ფრიად უპრინციპო და სუსტი მორალური კომპასის მატარებელია...
სულ მაღიზიანებდა, როცა ამბობდნენ, რომ ჩვენი სტუმართმოყვარეობა ჩამოყალიბდა მუდმივად დამპყრობლების მიმღებლობის და შიშის გამო... თურმე, შიში და ფულია სტუმართმოყვარეობის დიდი წილი საქართველოში და არა რაღაც დიდებული იდეალები...#SOCHNIkhinali, #vkusneishiKHACHAPURI“, - ვკითხულობთ ლუკა ნაჭყებიას ფეისბუკ-პოსტში.