რა ინფორმაცია ვრცელდება ბათუმში დაკარგულ ბიჭზე
1737700442
პროკურორ მიხეილ სადრაძის განცხადებით, თანაინვესტირების ფონდის ყოფილი ხელმძღვანელის, გიორგი ბაჩიაშვილის საქმეზე მიმდინარე პროცესზე დღეს დაზარალებულის წარმომადგენელი სასამართლოს დეტალურ ინფორმაციას მიაწვდის.
„დღეს იწყება მტკიცებულებების გამოკვლევა, დაიწყება მოწმეების დაკითხვით. დღეს სასამართლო სხდომაზე დაიკითხება სამი მოწმე, მათ შორის დაიკითხება დაზარალებულის წარმომადგენელი, რომლის ჩვენება იქნება ძალიან მნიშვნელოვანი მტკიცებულება იმიტომ, რომ საქმის ყველა არსებით გარემოებაზე ის სასამართლოს მიაწვდის საკმაოდ დეტალურ ინფორმაციას”, - განაცხადა პროკურორმა.
საქალაქო სასამართლოში გიორგი ბაჩიაშვილის საქმის განხილვა მიმდინარეობს.
გამოძიება გიორგი ბაჩიაშვილს დიდი ოდენობით კრიპტოვალუტის მართლსაწინააღმდეგო მითვისებასა და უკანონო შემოსავლების ლეგალიზებას ედავება