გარდაიცვალა ჟურნალისტი გოგი მურვანიძე

გოგი მურვანიძე

75 წლის ასაკში ჟურნალისტი გოგი მურვანიძე გარდაიცვალა. იგი 55 წლის განმავლობაში საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიასა და რადიოში მუშაობდა.

მურვანიძე ასევე მუშაობდა მხატვრულ-მუსიკალურ-დრამატულ გადაცემათა მთავარი რედაქტორის თანამდებობაზე, ტელევიზიის მაუწყებლობის დაწყებიდან დღემდე კი, სპორტს აშუქებდა.

გოგი მურვანიძე აჭარისა და საქართველოს დამსახურებული სპორტის მოღვაწე იყო. ყოველწლიურად იმსახურებდა წლის სპორტული ჟურნალისტის ჯილდოს. წლების განმავლობაში იყო სპორტული კომენტატორიც, მიღებული ჰქონდა „საპატიო ბათუმელის“ წოდებაც.