პირველი დეკემბრიდან ახალი წესები ამოქმედდება - გაფრთხილება მძღოლებს
1732309879
ცნობილი შეფი ლუკა ნაჭყებია ერთ-ერთ მის საყვარელ რესტორანში ინციდენტს შეესწრო, რომელსაც საზოგადოებას უზიარებს. (სტილი დაცულია)
„დღეს დილას, ფრიად უსიამოვნო დიალოგს შევესწარი. ერთ ჩემ საყვარელ დაწესებულებაში მიმტანს კილო აქვს ოდნავ მეგრული აქცენტით.
მოემსახურა მაგიდას და ორმა ძალიან სვეცკმა მანდილოსანმა როგორც კი გატრიალდა ფრიად ხმამაღლა დასცინა კილოზე და სოფლელობაზე. იმათ კი საყვედური მიიღეს, მაგრამ იმ მიმტან ბიჭს სახეზე დაეტყო ემოციური დაცემა.
ხოდა აქვე ხაზს გავუსვამ, კილო, აქცენტი და რეგიონალური ვარიაციები არ განსაზღვრავს სოფლელობას თქვე კაი ხალხო.
სოფლელობაა მანქანით გაზაობა, შშმ პარკინგზე გაჩერება, რიგის არ დაცვა და კიდე ბევრი სხვა რამ...
თბილისი ერთი ქალაქია, უმეტესობა საქართველო რეგიონია. არ გვაქ თბილისს ავტორიტეტი იმაზე თუ რა ტიპის მეტყველებაა სტანდარტი.
ყველას, მათ შორის მეც, გვახასიათებს ხანდახან კილოში გადასვლა, ეს ხიბლია და სილამაზეა ქართული ენის. (ჩემი მეგრულის არ ცოდნა ცოტა ქვეყნის ღალატი მგონია)
ხოდა წიგნს გონებაში რა აქცენტით წაიკითხავ მნიშვნელობა არ აქვს... და კილო რო არ მოგწონს ვიღაცის, იგივეა იმ რეგიონის თავისებურებები და კულტურა არ მოგწონდეს, შემდეგზე ხარჩოს რო გადაირტყავ მაგრამ აქცენტი არ მოგწონს მაგ რეგიონის, გახსოვდეს რო ერთმანეთის გარეშე ეგ ორი რამ ფრიად ღარიბი იქნება“,- წერს ლუკა ნაჭყებია.