როგორ შევაფასოთ მამაკაცი მისი ფეხსაცმლით - რჩევა ქალებს

ფეხსაცმელი

როგორ შევაფასოთ ურთიერთობის პერსპექტივა მამაკაცის ფეხსაცმლით?
იმისათვის, რომ ადამიანი კარგად გაიცნოთ, საჭიროა მასთან შეხვედრა. და როგორ უნდა გაიგოთ მის შესახებ რამე ურთიერთობის დაწყების გარეშე? უბრალოდ! შეხედეთ მის ფეხსაცმელს! რა თქმა უნდა, ეს არ არის ერთადერთი მაჩვენებელი, გამოდგენა თუ არა ის თქვენთვის, მაგრამ გარკვეული დასკვნების გაკეთება შესაძლებელია.

მაშ ასე...

1. კედები
ის უფრო ბიჭია, ვიდრე მამაკაცი - განსხვავება მხოლოდ გამოვლენის ხარისხშია. კედებში გამოწყობილი18 წელს გადაცილებული მამაკაცები ხშირად უბრალო, მხიარულ ადამიანებს გვანან. მათ ბავშვებივით შეუძლიათ სიხარულის გამოხატვა და კატეგორიულად არ სურთ, რომ გაიზარდონ. უნდა ეცადოთ!

2. ნაკერიანი ფეხსაცმელი
ეს ფეხსაცმელი თავის პატრონს ეხმარება, რომ უფრო ზრდასრული და მოხერხებული გამოჩნდეს, ვიდრე სინამდვილეშია. ბევრს ავიწყდება, რომ მისი ჩაცმა წვიმიან ამინდში არ შეიძლება და ამიტომ სასაცილოდ გამოიყურება.

3. მოკასინები
ამ ბიჭებს სუნამოს დაპკურება და ისეთი ფრაზების გამეორება უყვართ, როგორიცაა „მე მომისმინე“. მასთან ცხოვრება არის სელფი სახლის სახურავზე და გრძნობა, რომ მისთვის ერთადერთი არ ხარ.

4. სლიპონები
ცდილობს გაჩვენოთ, რომ გრძნობებს მალავს. ის ზრუნავს თავის გარეგნობაზე, მაგრამ სამოსს ყოველთვის სწორად ვერ ახამებს. თავი იმაზე კარგი ჰგონია, ვიდრე სინამდვილეშია.

5. სპორტული ფეხსაცმელი
ბევრი ადამიანი შესანიშნავად გამოიყურება სპორტულ ფეხსაცმელში, განსაკუთრებით თუ ტანსაცმელს ეხამება. ეს კაცები არ ცდილობენ შთაბეჭდილების მოხდენას და ზუსტად იციან რა სურთ. საკითხავია, თავად თუ გსურთ იგივე.

6. ჩოგბურთის ფეხსაცმელი
ამ ბიჭს დრამების დრო არ აქვს. ის ატარებს ფეხსაცმელს, რომელიც ყველატანსაცმელს ეხამება. ის მზადაა სერიოზული ურთიერთობისთვის, თუმცა ცოტა მოსაწყენია.

7. ყელიანი ფეხსაცმელი
იგი საკმაოდ უცნაურად იქცევა. მოჰყავს ციტატები წაკითხული წიგნებიდან, მაგრამ მისი ცოდნა ზედაპირულია. ერთ დღეს ის შეწყვეტს თქვენთან ურთიერთიბას და შემდეგ გეტყვით, რომ გული ატკინეთ.

8. კლასიკური ფეხსაცმელი ოქსფორდის სტილში (პიჯაკის გარეშე)
უცნაური სტილია, მაგრამ ზოგისთვის შესაფერისი. ის ცდილობს კარგად ჩაცმული გამოიყურებოდეს, მაგრამ ხვდება, რომ პიჯაკი მეტისმეტია. ეს ფეხსაცმელი მისი კომპრომისია. ის ცდილობს თავი დააჯეროს, რომ ის ისეთივე კომფორტულია, როგორც სპორტული ფეხსაცმელი. მიეცით მას შანსი.

9. მოდური სპორტული ფეხსაცმელი
თუ მან ასეთი ფეხსაცმელი აირჩია, მაშინ სხვა ტანსაცმელიც გემოვნებით შერჩეული აცვია. ის ყოველ დღ სულ მცირე, სამ წვეულებაზეა მიწვეული. მასთან ყოველთვის საინტერესოა, მაგრამ რაღაც მომენტში ხვდები, რომ მეტისმეტად ბევრი გართობაა და ძალიან ცოტა სერიოზულობა.

10. მაღალყელიანი ჩექმები ზონარებით
ის ცოტა კაპრიზულია და დაფიქრებული და უყვარს მუსიკა, რომელიც ამ ყველაფერს ასახავს. ის გრძნობებს არ აჰყვება, ასე რომ ურთიერთობის სავარაუდო ხანგრძლივობა სამი თვეა.

11. ნატის ფეხსაცმელი ზონარებით
ისინი ერთდროულად რამდენიმე კატეგორიად იყოფიან და საკუთარ პატრონს წარმოაჩენენ, როგორც ადამიანს, რომელსაც გადაწყვეტილების მიღება უჭირს, მაგრამ ფეხზე რაღაცის ჩაცმა სჭირდება. სავარაუდოდ, ურთიერთობა ხანმოკლე იქნება, რადგან ის ძალიან ცვალებადია.

12. სანდლებიეს ფეხსაცმელი შესაფერისია პლაჟზე ან ღამით, მძარცველებისგან გაქცევის დროს. სხვა შემთხვევებში - რესტორანში, კინოში ან თქვენს მშობლებთან შეხვედრაზე ეს იმის ნიშანია, რომ ის წესებს არ ემორჩილება და საკუთარ სამყაროში ცხოვრობს. სავარაუდოდ, თქვენ საერთო არაფერი გაქვთ.