როგორ დარეცხოთ სწრაფად ჭურჭელი საახალწლო სუფრის ალაგების შემდეგ - სასარგებლო ხრიკები

ჭურჭელი

სადღესასწაულო დღეებში ბევრი ჭურჭელი გროვდება გასარეცხი. გასწავლით რამდენიმე სასარგებლო ხრიკს, რომ ეს უსიამოვნო პროცესი გაიმარტივოთ.
 

გამოიყენეთ სოდა

ეს არის სწრაფი და ეფექტური საშუალება ჭურჭლიდან ცხიმის მოსაშორებლად. საიდუმლო იმაში მდგომარეობს, რომ ფხვნილის რბილი სტრუქტურა ხელს შეუწყობს ღრმა ძველი ცხიმის მოცილებას და არ დატოვებს ნაკაწრებს. ამისათვის უბრალოდ დააყარეთ სოდა ჭუჭყიან ჭურჭელს და ცოტა ხანი დაელოდეთ ცხიმის დაშლას.

თუ ბევრი გაურეცხავი ჭურჭელი გაქვთ, ჩადეთ ნიჟარაში და ჩაყარეთ სოდა. ცხიმი დაიშლება და ჭურჭლის რეცხვა გაადვილდება. არ დაგავიწყდეთ რეზინის ხელთათმანების გამოყენება.

თუ ქვაბის ან ტაფის გაწმენდა გჭირდებათ, შეავსეთ იგი ცხელი წყლით და ჩაყარეთ შიგ საცხობი სოდა. შემდეგ შედგით გაზქურაზე და დაელოდეთ ცხიმის ადუღებას.


სოდა, მარილი და ძმარი

განსაკუთრებით ხანგრძლივი ან ღრმა ლაქებისთვის გამოიყენეთ ეს ნარევი. თქვენ უბრალოდ უნდა აურიოთ ყველა ინგრედიენტი და წაუსვით ზედაპირზე, რომელიც უნდა გაიწმინდოს.

თუმცა, არასოდეს გამოიყენოთ ეს მეთოდი მგრძნობიარე საფარის მქონე ჭურჭელზე, წინააღმდეგ შემთხვევაში ის შეიძლება დაზიანდეს.

მიეცით ნარევს მუშაობისთვის ცოტა დრო. ამის შემდეგ, უბრალოდ გაწურეთ ღრუბლით და კარგად გაავლეთ წყლის ქვეშ.
 
კოკა-კოლა და სპირტი

არაერთხელ ჩატარდა ექსპერიმენტები იმის დასამტკიცებლად, რომ გაზიან სასმელებს შეუძლიათ ჟანგისა და ცხიმის მოცილება. ასე რომ თქვენ ასევე შეგიძლიათ სცადოთ ეს მეთოდი. ჩაასხით კოკა კოლა ჯამშ და ჩადეთ გასარეცხი ჭურჭელი (არ გამოიყენოთ ეს მეთოდი თეთრ ჭურჭელზე)

თუ ჭურჭელზე ლაქებია, სცადეთ სპირტი, რომელიც ყოველთვის გაქვთ სახლში. დაასველეთ ხელსახოცი, ბამბის საფენი ან ქსოვილი და შეაზილეთ ჭურჭელს ნადების ადგილებში.

წყარო

ასევე ნახეთ:


VIDEO: თიკა ფაცაციას და აჩიკო სოლოღაშვილის შესრულებული „კინტაური“ ნახვების რეკორდს ხნის

„ამერიკაში გადმოხვეწა დაგვჭირდა, რომ ეს ჯადოსნური რიტუალი შეგვესრულებინა...“ - ნინო კვარაცხელია ემზარ ჯღარკავას დაბადების დღეს ემოციურად ულოცავს