დააკვირდით ამ ციფრებს - რას ნიშნავს თქვენს პასპორტში მითითებული პირადი ნომერი
1732311895
ნინო კვარაცხელიას და ემზარ ჯღარკავას წყვილი საზოგადოებამ მათი გამორჩეული სიყვარულის ისტორიით გაიცნო. წყვილი ერთმანეთს 40 წლის შემდეგ, ამერიკის შეერთებულ შტატებში შეხვდა.
„როცა სოხუმში ვცხოვრობდით, არასოდეს მქონია საშუალება შენთვის 2 იანვარს მიმელოცა დაბადების დღე. აბედათში ყოფნას ემთხვეოდა სულ, ჰოდა, აგერ 40 წელი და ამერიკაში გადმოხვეწა დაგვჭირდა, რომ ეს ჯადოსნური რიტუალი შეგვესრულებინა, სანთლები და ჩაქრობა და რამე.
20 წუთი ვეხვეწებოდი, ჩააქრე-მეთქი, სულ საათნახევარი მქონდა დრო, რაში გამოვაცხვე, როგორ ავთქვიფე, რები ვიჩიხლიფორთე, მე თვითონ მიკვირს. რაც კი რამე ხელთ მომხვდა, მოვაყარე და მოვრთე. ჰოდა, ასე ტკბილად დამიბერდი, მეც დაგეწევი 16 დღეში. ვიყოთ, ვიხალისოთ და ჩვენი კეთილმოსურნეებიც გავახალისოთ. მიყვარხარ, მეიმედები, მადლობა, რომ დაიბადე“, – წერს ნინო კვარაცხელია სოციალურ ქსელში.
ასევე ნახეთ:
„ხედავ, რა უაზრობამდე მიგვიყვანა ბედზე ლაპარაკმა?“ - წმინდა იოანე ოქროპირი „ბედობაზე“
დუბაი, ლონდონი, თბილისი... - როგორ შეხვდნენ ახალ წელს ცნობილი ქართველები