„დასრულდა ისტორია…“ - ტრაგედია ქეთი ქველაძის ოჯახში
1744661285
ოხრახუში, კამა, რეჰანი და სხვა არომატული ახალი მწვანილი მაცივარში სწრაფად ჭკნება, ბრიტანელმა ექსპერტმა გაგვიზიარა გამოცდილება, როგორ შევინახოთ მწვანილი ისე, რომ რამდენიმე თვის განმავლობაში ახალივით იყოს.
საკვების კონსერვაციის პროფესიონალი შანტელ მილას თქმით, არსებობს გზები, რომ მწვანილმა გაცილებით დიდხანს გაძლოს. ექსპერტის რჩევების შესახებ ბრიტანული ტაბლოიდი Express.co.uk წერს.
მილას თქმით, იმისთვის, რომ მწვანილი თვეების განმავლობაში ქორფად გამოიყურებოდეს, საჭიროა მხოლოდ ყინულის კუბიკი და ერთი ძირითადი სამზარეულო ინგრედიენტი: მცენარეული ზეთი.
მაგალითად, დაკეცეთ, როზმარინის რამდენიმე ყლორტი, მოათავსეთ ისინი ყინულის უჯრის თითოეულ განყოფილებაში, ზემოდან მოასხით ზეთის წვეთი და შეინახეთ საყინულეში.
მილა ამბობს, რომ უჯრაში გაყინვა შესანიშნავი საშუალებაა მწვანილის შესანახად, ის ასე ბევრად დიდხანს ძლებს. როდესაც გსურთ მათი გამოყენება, უბრალოდ გაალღვეთ კუბუკი და პირდაპირ ჩაუშვით კერძში.