როგორ ავიცილოთ თავიდან მოგზაურობის დროს დაყაჩაღების რისკი - ექსპერტის რჩევა

დაყაჩაღება

 მოგზაურობისას ძარცვის მსხვერპლი რომ არ გახდეთ, ღირს ძველი ან ჭუჭყიანი ჩემოდანი თან წაიღოთ. ეს რჩევა ტურისტებს მისცა უსაფრთხოების ექსპერტმა.

მისი განმარტებით, ქურდები, როგორც წესი, ყურადღებით არჩევენ მსხვერპლს, ვიზუალურად აფასებენ მათ გარეგნობას და ბარგს.

"ბრენდირებული ჩანთა ან ცქრიალა სუფთა ჩემოდანი მაგნიტია ქურდებისთვის და მიგვანიშნებს, რომ შეიძლება რაღაც ღირებული გქონდეს შიგნით. თუ კრიმინალები ნახავენ ბრენდირებულ ან ახალ ჩანთას, იფიქრებენ, რომ მასში ძვირფასი ნივთებია, როგორიცაა ტელეფონი, კამერა, პასპორტი და ფული", - თქვა ექსპერტმა.

ევანსმა აღნიშნა, რომ კრიმინალებს იზიდავთ უმარტივესი და ყველაზე მომგებიანი შესაძლებლობები, ამიტომ ისინი ტურისტებს ძვირადღირებული ბარგით არჩევენ. ექსპერტმა დასძინა, რომ ძველი, ჭუჭყიანი ან ოდნავ დახეული ჩანთა, პირიქით, ქვეცნობიერად უბიძგებს ქურდს იფიქროს, რომ არ აინტერესებთ თქვენი ბარგი, რაც ნიშნავს, რომ შიგნით არაფერია ღირებული.

ამიტომ პოლ ევანსი ურჩევს მოგზაურებს, რომ ზურგჩანთა ან ჩემოდანი ნაკლებად მიმზიდველი გახადონ, რათა შეამცირონ ძარცვის რისკი.